დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„რესპუბლიკურმა“ პარტიამ დონალდ ტრამპის კრიტიკოსი კონგრესმენი ლიზ ჩეინი პარტიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა 12.05.2021 22:48

გია აბაშიძე:

„რესპუბლიკურმა“ პარტიამ დონალდ ტრამპის კრიტიკოსი კონგრესმენი ლიზ ჩეინი პარტიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა. შესაბამისი გადაწყვეტილება „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა მიიღეს. ლიზ ჩეინი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილია. ის „რესპუბლიკური“ პარტიის კონფერენციის თავმჯდომარე იყო. გამოირჩევა ტრამპის კრიტიკით. კენჭისყრის შემდეგ ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პოსტს არასდროს მიუახლოვდეს.
პასუხი კი ტრამპის ვებგვერდიდან მიიღო: 
ლიზ ჩეინი მწარე, საშინელი ადამიანია. გუშინ ვუყურე და მივხვდი თუ რამდენად ცუდია ის "რესპუბლიკური" პარტიისთვის. მას არ აქვს პიროვნული ან სხვა რაიმე კარგი, რაც პოლიტიკასთან ან ჩვენ ქვეყანასთან არის დაკავშირებული. ის "დემოკრატების" ენით საუბრობს, იქნება ეს საზღვარი, მილსადენები, ინფლაცია ან ჩვენი ეკონომიკის განადგურება. ის არის საომარი მოქმედებების მხარდამჭერი. მისმა ოჯახმა სულელურად გვიბიძგა ახლო აღმოსავლეთის დაუსრულებელი კატასტროფისკენ, ჩვენი სიმდიდრე და დიადი სამხედრო ძალები გამოფიტა, რაც ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მოუთმენლად ველოდები მის ფასიან კონტრიბუტორობას CNN-სა და MSDNC- ზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ