00:17 13.05.2021
100 ათას სულ მოსახლეზე 400 პატიმარი მოდიოდა - ცალკეული უნამუსოები რომ "აღშფოთდნენ", როგორ გამოუშვეს ნიკა მელია ციხის სხვა გასასვლელიდანო - გია აბაშიძე
გია აბაშიძის პოსტი:

12 მაისის 'მემორიდან': 11 წლის წინათ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლობაში ვმუშაობდი პოლიტიკურ ანალიტიკოსად, გვეკრძალებოდა პოლიტიკურ თემებზე პირადი საჯარო მოსაზრებების დაფიქსირება. მხოლოდ აქტუალური 'ნიუსების' გაზიარებით შემოვიფარგლებოდი. ეს საჯარო განცხადება ჩემმა მაშინდელმა უფროსმა გააკეთა. მხოლოდ ელჩს ან მის არყოფნაში მის მოადგილეს, აქვთ მოზომილი დიპლომატიური საჯარო განცხადების გაკეთების უფლება. ისიც ოფიციალურ ბრიუსელთან [სხვა ელჩებს საკუთარ დედაქალაქებთან] შეთანხმებით.
ვფიქრობ, რომ ამითაც უნდა შევახსენო იმ ეპოქაში მცხოვრებ ნორჩი ასაკის ხალხს, ზრდასრულ გულმავიწყებსა და შერჩევითი მეხსიერების მქონეთ თუ სად ვცხოვრობდით. ახლა ცალკეული უნამუსოები რომ "აღშფოთდნენ" თუ ეს როგორ გამოუშვეს ნიკა მელია ციხის სხვა გასასვლელიდან და შემდეგ 'მაზერატი' არ შეიმჩნიეს. ამ ზოგიერთ ზრდასრულთ არ "ახსოვთ" ევროპელების დაჟინებული მოთხოვნით, ციხიდან გამოსული ნახევრად ცოცხალი, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის გამოსვლა და ნაცრეჟიმის მიერ გაუბედურებული სხვა პატიმრები და მათი ოჯახები.
თუმცა, მე 'ფეისბუქ-მემორი' ნამდვილად არ მჭირდება. ყველა და ყველაფერი ცხადად მახსოვს, ჯალათებიც და ყვარყვარეებიც...


2010 წლის მაისი, პერ ეკლუნდი, "100 ათას სულ მოსახლეზე 400 პატიმარი მოდის"

"საქართველოში 100 ათას სულ მოსახლეზე 400 პატიმარი მოდის, ასეთი პროპორციულობა ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა. მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება საპყრობილეების გადატვირთულობა, ასევე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა პატიმრებისათვის.

"ჩვენ ამ საკითხზე აქტიური დიალოგი გვაქვს ხელისუფლებასთან. ევროპაში 100 ათას სულ მოსახლეზე 150 პატიმარი მოდის, საქართველოში კი 100 ათას მოსახლეზე 400 პატიმარია. ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ იმ ცვლილებებს, რაც პენიტენციარულ სისტემაში ხდება, მაგრამ ხარვეზები ისევ არის"", - განაცხადა პერ ეკლუნდმა.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge