დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ეს პროცესები არაა განვითარებაზე ორიენტირებული - ამირან სალუქვაძე "ქართულო ოცნებაზე" 13.05.2021 11:23

ამირან ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებაში" არსებულ ნაკლოვანებებზე  წერს:

 

"მარაზმია, უტიფრობის, თავგასულობის და პოლიტიკური აღვირახსნილობის პიკია...


აბა რა უნდა დაარქვა, როცა სტრასბურგში სახელმწიფოს უჩივიან:


სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე. სტრასბურგის განაჩენი გვახსოვს. რა მოხდა ისიც გვახსოვს. უტუხად ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს შეწყალების გამოყენებას ედავებიანო. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც 8 მილიონის თემას პიჯაკების საქმედ ნათლავენ. ასევე, ეს იმის ბრალია, რომ უამრავი საქმეა გამოუძიებელი; 


უგულავა აღიარებულ ქურდობაზე. ანუ, 48 მილიონის მიტაცებას და სხვა საქმეებს არაუშავს. თურმე არასწორად დააკავეს;


მელია, მართალია, სახელმწიფოს არა, ქართულ ოცნებას უჩივის. თუმცა, ესეც აბსურდია. პარტიას რომ უჩივის, რა შედეგს ელოდება, პარტიას გააუქმებენ?! აღარაფერს ვამბობ, რას ნიშნავს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა და მიღება. ესაა ბრალის აღიარება. ცალკე თემაა ციხეში ყოფნის პირობების გამო წუწუნი. მატროსოვის ციხის პირობები ახლიდან უნდა ვაჩვენოთ.


რა ჰქვია, როცა:


გიგა ბოკერია ოცნებას აბრალებს, რომ უკანონო მოსმენებს, წლების განმავლობაში, პოლიტიკურ იარაღად იყენებდაო. გახსოვთ ხომ, "წინა ცხოვრებაში" ბებია შვილიშვილს ვერ ელაპარაკებოდა და ქმარი ცოლს?! ხომ გახსოვთ როდის დამკვიდრდა ფრაზა "ტელეფონით ვერ გეტყვი"?


წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ ხელისუფლებას "ივანიშვილის რეჟიმს" უწოდებენ. რეჟიმის განმარტებას ჩახედეთ ხოლმე, სანამ მსგავს შეფასებებს გააკეთრბთ. "დასერჩვის" სპეციალისტები უხვად გყავთ. ოღონდ, პოლიტიკური რეჟიმის მაინცდამაინც მარქსისეულ განმარტებას ნუ ჩაეჭიდებით, აღარაა მოდაში. უფრო სხვა კლასიკოსებს მიეძალეთ. რეჟიმი რომ იყოს, ამდენს ვინ გაჟრიამულებდათ?! ახალი პარტიებისგან გავიგებდი, მაგრამ წინა ხელისუფლებისგან?!


ახლა ქ/ოცნების გასაგონად. ხალხის განწყობებს თუ კარგად გაანალიზებთ, იმის გარდა, რომ ხელისუფლების მიმართაც დაგროვდა უკმაყოფილება, რაც ყველგან ხდება, თუმცა შემცირება შეიძლებოდა, ყველაზე მეტად, ზუსტად ამ ბაკქანალიის გამო გიბრაზდებათ მოსახლეობაც და საკუთარი ამომრჩეველიც.


ნახევრად სამართლიანობამ, ანუ, ნახევრად უსამართლობამ, გამოიწვია ის, რომ წარსული ვერ გადავფურცლეთ, ვერც საზოგადოებამ და ვერც წინა ხელისუფლებამ.


დღეს, შესაძლოა, შიდაპოლიტიკური ბროძილს გამო, უნდა "ეომოთ" ერთმანეთს, მაგრამ ეს "ომი" ოპოზიციის ინტერესებშია. პირველად არ ვწერ. ყველაზე მეტად, ზუსტად ამ დღის წესრიგის, ზემოთ ჩამოთვლილი აბსურდის გამო კარგავთ ამომრჩეველს. მე-9 წელია ამას უცქერის ხალხი და მოთმინება კრიტიკულ ზღვარს აღწევს.


ამიტომ, უნდა შეცვალოთ როგორც საინფორმაციო პოლიტიკა (აქ აღარ დავაკონკრეტებ რას ვგულისხმობ), ასევე, ნაწილობრივ, დღის წესრიგიც. ბევრჯერ დავწერე, რომ ეს პროცესები არაა განვითარებაზე ორიენტირებული", - წერს სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ