დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"უღრმესი მადლობა ლეგენდარულ თბილისის "დინამოს" დაუვიწყარი სიხარულისთვის"- ლევან ნიკოლეიშვილი 13.05.2021 11:38

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამოს" გამარჯვებას ეხმაურება:

 

" დღეს 13 მაისია - ქართული სპორტისა და ფეხბურთის გულშემატკივართა სიამაყისა დღე!


• დღე, როდესაც 40 წლის წინ ლეგენდარულმა თბილისის დინამომ ევროპის თასის მფლობელელთა თასი მოიგო!


• დღე, როდესაც საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა!


• დღე, როდესაც მთელი საქართველო აღნიშნავდა ამ დიდ გამარჯვებას!


• ამ დღეს, ჯერ ქუჩაში გამოვიდა და შემდეგ სტადიონზე საზეიმოდ შეიკრიბა უამრავი გახარებული და ამაყი ხალხი!


• ეს იყო არამარტო ქართული ფეხბურთისა და სპორტის გამარჯვება, ეს რეალურად საქართველოს გამარჯვება გახლდათ!


• უღრმესი მადლობა ლეგენდარულ თბილისის დინამოს თითოეულ წევრს იმ დაუვიწყარი სიხარულისთვის რაც დღესაც ასე გვახარებს და გვეამაყება!!!"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ