დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

"აპრილში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა" - ნიკოლოზ მჭედლიშვილი 13.05.2021 11:55

ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არის პანდემია, თუმცა არის კარგი ამბებიც: აპრილში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა და 378 მილიონი დოლარი შეადგინა. 

 

პანდემიაა, მაგრამ ხალხი მუშაობს!

 

იმპორტიც გაიზარდა დაახლოებით 56 პროცენტით, მაგრამ კარგია, რომ ექსპორტის ზრდა სჭარბობს იმპორტის ზრდის მაჩვენებელს!

 

2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 19.6 პროცენტით და 1,199.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ - აპრილის მაჩვენებელს და 2,730.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.  2020 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო დეფიციტი  53.7 მლნ. აშშ. დოლარით  გაიზარდა და 1,531 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 

 

იანვარ-აპრილში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო - სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ