დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გამოდის რომ მიშასთან ჰქონდათ დიდი გული და ბიძინასი ეშინიათ - კობა სუბელიანი 13.05.2021 12:19

უსაფრთხოების ღვედის გაკეთება დავაწესეთ. დამრღვევი ჯარიმდებოდა 20 ლარით. სახე დაიხოკა იმ დროინდელმა ოპოზიციამ და ქოცობამ, ბიუჯეტს ავსებენო - ჩააგონებდნენ ხალხს. გაიკეთე ღვედი შე გონება სუსტო და ვეღარ შეავსებენ იმ ბიუჯეტს, ბოლო ბოლო თუ მართლა მასე გჯერა! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ხო და რასაც მე ახლა ჯარიმებს და დაჯარიმებულ ხალხს ვხედავ, თან იმხელა თანხებით, როგორ ითმენენ ან რატომ ითმენენ?! რამდენს იტანენ მართლა მიკვირს!


გამოდის რომ მიშასთან ჰქონდათ დიდი გული და ბიძინასი ეშინიათ...


რავიცი აბა, ამდენს როგორ ითმენენ.


შინაპატიმრობაში ცხოვრობენ და თან მშივრები.


არ ვიცი.


დათრგუნეს მასები რაღაცა მანქანებით და ვისაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვის ( რაიონების და უბნების დონეზე ,,მოასპარეზე" გავლენიან ტიპებს ვგულისხმობ ,,პალაჟენია" რომ უჭირავთ) აი, მაგათ ძალიან ცუდი დღე დაადგებათ, როცა იქნება.


სულ ასე ხომ ვერ გაგრძელდება?! ოდესმე იფეთქებს სიტუაცია!"- წერს კობა სუბელიანი.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ