დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

დაპირისპირება შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს - ვახტანგ მაისაია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე 13.05.2021 15:56

 

შუა აღმოსავლეთში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო იძაბება. მიზეზი ისრაელისა და ღაზას სექტორის სარაკეტო იერიშებით დაპირისპირებაა, რა ათობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვას იწვევს.


ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება უკვე ათწლეულებია გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.


ისრაელის არმიის დაჰამასისშეიარაღებული დაპირისპირების პარალელურად, ისრაელის რამდენიმე ქალაქში შეტაკებები ადგილობრივ არაბებსა და ებრაელებს შორის დაიწყო. ამის შემდეგ კი, ორ მხარეს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.


ბოლო დღეებში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 500-მდე რაკეტა ისროლეს.


აღნიშნული რაკეტებიდან 400 ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, საჰაერო თავდაცვის სისტემარკინის გუმბათმაკი, ისრაელისკენ გასროლილი რაკეტების თითქმის 90% გაანეიტრალა.


ამ სამ დღეში ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა კი, ღაზის სექტორში 350-მდე სამიზნე დაბომბეს.


ისრაელი აცხადებს, რომ იერიშების შესახებ ღაზ სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებს, რათა მათ ევაკუაცია შეძლონ, თუმცა, პალესტინელი მედიკოსების ინფორმაციით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც.


პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 მაისის შემდეგ, ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, ღაზ სექტორში დაღუპულია სულ მცირე 67 ადამიანი, - მათ შორის 17 ბავშვი. დაჭრილია 388. ისრაელის მონაცემებით კი, დაღუპულია 7 და დაჭრილია 100-მდე ადამიანი.


ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია. დღეს კიდევ გაგრძელდა დაბომბვა და უკვე,  ისრაელიც მზად არის გადავიდეს კონკრეტულ სამხედრო ოპერაციაზე, - ამის შესახებ ჯორჯიან თაიმსთან საუბარში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს.


მისი თქმით, ეს მოვლენები ახალი არ არის, თუმცა, ამან უკვე სერიოზული კომფრონტაციული სახე მიიღო.


ამ დაპირისპირებისთვის, როგორც ჩანს, კარგა ხანია ემზადებოდნენ, რადგან, ის ძალიან კარგადაა ორგანიზებული. ისრაელის სხვადასხვა ქალაქების მიმართ 1200 რაკეტა გაუშვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნის წინ დაიწყეს მზადება.


სანამ ეს არეულობა დაიწყებოდა, თუ არ ვცდები, წითელ ზღვაში ამერიკულმა სამხედრო გემებმა ერთ-ერთი გემი დააკავეს, სადაც ჩინური და რუსული ცეცხლსასროლი იარაღის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იარაღი ჰამასის დაჯგუფების მხარდასაჭერად მიდიოდა,“- განმარტავს ექსპერტი.


ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ ამ დაპირისპირებამ ლოკალური ომის სახე მიიღოს და უფრო მეტიც, შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს.


როგორც ჩანს რუსეთი, თურქეთი და ირანი ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანდა, ამერიკა და ევროპის ქვეყნები კი  ისრაელის მომხრეები არიან. ამის ფონზე, ორივე მხარეს მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. ეს კი დიდი ტრაგედიაა.


თუ დაპირისპირება ასე გაგრძელდებ, შესაძლოა ლოკალური ომის სახე მიიღოს და ირანსა და ისრაელის შორის კონფლიქტში გადაიზარდოსირანი უკვე მიებჯინა და მიუახლოვდა ისრაელს. თუ ადრე მათ შორის დისტანცია იყო, დღეს უკვე ირანი იმყოფება სირიასა და ლიბაანში. ფაქტობრივად ისინი ემიჯნებიან ისრაელს და ასე ირანს თავისუფლად შეუძლია მისწვდეს ისრაელს.  


პალესტინელებმა ისეთი წინადადება წამოაყენეს, ვითომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უნდა მოხდეს. ეს კი, უკვე პალესტინელების სამხედრო შეიარაღებული აჯანყება ისრაელის წინააღმდეგ


ვფიქრობ, დიდი ალბათობით ირანი ჩაებმება ამ დაპირისპირებაში და ამას  ლოკალური სახე მიეცემა. იმედია, ეს შეტაკება რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზრდება,“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში.


ორივე მხარემ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. აღნიშნულ საკითხში ეგვიპტეც ჩაერთო, თუმცა - უშედეგოდ. პალესტინა და ისრაელიც სამხედრო ძალების კონსერვაციას და მის განვითარებას განაგრძობს


აღმოსავლეთი მსოფლიო პოლიტიკაზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა. შესაძლებელია ისლამურმა სახალიფომაც თავი წამოყოს და ეგვიპტესა და სირიაში გააქტიურდეს, რაც საყურადღებო მომენტია. შესაძლოა ასევე, ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირება, რადგან, რუსეთი პალესტინას უჭერს მხარს და ამერიკა - ისრაელსთურქეთი პალესტინის მხარესაა და ერდოღანმა ტერორისტული ქვეყანა უწოდა ისრაელს,“- აღნიშნა ექსპერტმა.


კითხვაზე, როგორი უნდა იყოს საქართველს პოზიცია, ვახტანგ მაისაია გვპასუხობს, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, დაიწყოს მოლაპარაკებები და არცერთ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაიღუპოს. "მოვუწოდოთ ორივე მხარეს, რომ შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები. მხოლოდ ერთი მხარის მოწოდება და მხარდაჭერა სწორად არ მიმაჩნია. ისრაელიც ჩვენი სტრატეგიული მეგობარია და ირანთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს,“ - აცხადებს ექსპერტი.



 / ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ