17:51 13.05.2021
აქამდე სხვა მოცემულობა იყო, თუ სენატზე მაღლა მიხეილ სააკაშვილი იდგა? - გიორგი ცუცქირიძე

აქამდე სხვა მოცემულობა იყო, თუ სენატზე მაღლა მიხეილ სააკაშვილი იდგა?!! - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, ოპოზიციური ფლანგი, რომ ფრიად აჭრილია, ურთიერთბრალდებების და ერთმანეთისათვის "ცეცხლის გახსნის" გარდა, აღიარებითი ჩვენებებიც ადასტურებს.

 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების სენატის შეფასება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე. ჩვენთვის ეს შეფასება არის აბსოლუტურად მისაღები და მიგვაჩნია, რომ არის ადეკვატურიო"- მორიგი სენსაციური განცხადება გააკეთა ლელომ, და კონტრკითხვა თავად დასვა, აბა, მაშინ რა უნდოდათ საფანჩატურეთში და რას აპროტესტებდნენ, ვადამდელის მოთხოვნით, "ტოტალური გაყალბება" ლამის საკუთარ ლექსიკად რომ აქციეს?


როდესაც პოლიტიკოსს არ ესმის, რომ სენატი ეყრდნობა ეუთო /ოდირის წინასწარ შეფასებას, როგორც ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი და რაზეც ამ ექვსთვიანი საბოტაჟირებული ბოიკოტისას, მიუთითებდენ გავლენიანი ევროპარლამენტარები და ამერიკელი პოლიტიკოსები, ხოლო სენატში ორი თვის წინ, საქართველოში პოლიტიკური ჩიხის საკითხის განხილვისას, ზუსტად იმავეს გაესვა ხაზი, ხოლო ბოიკოტი არა თუ დემოკრატიის ჩამოშლის მცდელობად, სულაც რუსულ ინტერესად შეფასდა, აქამდე სხვა მოცემულობა იყო, თუ სენატზე მაღლა მიხეილ სააკაშვილი იდგა?


არაადექვატურობა და პოლიტიკური უმწიფრობაც, სხვა უფრო მძიმე შედარებისაგან თავს შევიკავებ, სწორედ ეს არის! რაღას აპროტესტებდენ და ლამის ნაციონალებზე მეტი რადიკალებიც იყვნენ, ამ ხუთ თვეს თავიც რომ დავანებოთ, სენატში განხილვების შემდეგ მაინც?!"- წერს გიორგი ცუცქირიძე.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge