დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ამიტომაა ისრაელი ძლიერი სახელმწიფო: პრემიერი ნეთანიაჰუ თავის შვილს ჯარში აცილებს, ჰოდა, როგორ ვიქნებით ჩვენ ისრაელის დონეზე?! 13.05.2021 20:55

ამირან სალუქვაძის პოსტი:

ისრაელის და არშემდგარი ინტერვიუს შესახებ.
დღეს ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა, იმ ერთ-ერთი ტვ-დან, მე რომ წლებია არ მწერენ. ისრაელის თემაზე თქვენი ჩაწერა მინდაო. სიტყვა-სიტყვით ვყვები. ვკითხე, ორი წელია არ ჩაგიწერივართ, ახლა რა ხდება მეთქი? ახლა გწერთო. თემა დავაზუსტე. ისრაელი რატომაა ასეთი უნიკალური სახელმწიფო, რომ ასეთი მასშტაბური დაბომბვებია და ასე წარმატებით იგერიებენო?
კარგი, მოდით მეთქი, ღიმილით ვუთხარი. ერთ საათში მომწერა, ბ-ნო ამირან, ვერ ვახერხებ წამოსვლასო. იმედია, ჩემს გამო არ გაუშვეს სამსახურიდან?! რას ვუპასუხებდი?
პირველ რიგში იმას, რასაც ბევრ ჟურნალისტს ვეუბნები, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ჩვენი (ჩემი) გამოყენება მათ სჭირდებათ, მე არა. მე მხოლოდ დროს ვკარგავ და 15-30 წამში ჩემი სათქმელი ვერ მიმაქვს მაყურებლამდე. ამას ბევრს ვეუბნები. ამ ბოლოს იმედის ჟურნალისტსაც ვუთხარი, როცა ჩამწერა. ასე რომ, ნუ ჰგონიათ, მე დამაკლდა რაიმე. მხოლოდ დრო მეკარგება. ჩემს სათქმელს აქაც კარგად ვწერ.
მეორე და მთავარი. ფოტოზე რასაც ხედავთ, ამიტომაა ისრაელი ძლიერი სახელმწიფო: პრემიერი ნეთანიაჰი თავის შვილს ჯარში აცილებს.
ასევე, წარმატების ფორმულაა:
ა) თავისი ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენება;
ბ) პროფესიონალიზმის პატივისცემა.
ჩვენთან, ომის წინ 7 ათასზე მეტი ოფიცერი, მათ შორის საუკეთესო გამიცდილების და განათლების მქონე უამრავი სოეციალსიტი გაუშვეს ჯარიდან. თავდაცვის მინისტრებად ვნიშნავდით ტყემალზე მჯდომ, უცოდინარ პირებს, რომლებმაც ომისთვის მზადება და თანამდებობა ფულის საკეთებლად გამოიყენეს. 9 მილიონიან რადარს 16,5 მილიონად რომ იყიდი, 6 მილიონიანს ცხრად, დაუსჯელები დადიან და კიდევ პოლიტიკაში ეტენებიან.
აგერ, გააქტიურდნენ სხვა სუბიექტები, რომლებიც ამტკიცებენ, როგორ გვიხსნა რუსეთმა განადგურებისგან. ეს ცალკე ვრცელი თემაა. ჰოდა, როგორ ვიქნებით ჩვენ ისრაელის დონეზე?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ