დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

შენ გაიხარე, გვეგოგანა თასი დავკარგეთ, თასის გარეშე თბილისში არ შეგვიშვებდნენო - როგორ დაიბრუნეს ვნუკოვოს აეროპორტში დაკარგული თასი დინამოელებმა 13.05.2021 21:18

ყოფილი პოლიტპატიმარი მერაბ რატიშვილი სოციალურ ქსელში ორმოცი წლის წინ გადაღებულ ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს და იმ დღეს იხსენებს, როცა გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი სამშობლოში ბრუნდებოდა:

 

 

მოსკოვი, ვნუკოვოს აეროპორტი.
15 მაისი 1981 წელი.
იმ დღეს დინამო თბილისის გუნდს დავხვდი შერემეტიევოს აეროპორტში და გავაცილე ვნუკოვოში.
ყველასთან გადავიღე სურათები თასით ხელში სამოყვარულო ფოტო აპარატით. დათო ყიფიანის გარდა. (ვერ მოვასწარი)
მეორე დღეს 22 წლის გავხდი, ბიჭებმა ყველა სურთები წამართვეს. ეს სურათიღა შემომრჩა.
ვნუკოვოში სასაცილო ამბავი მოხდა. ბოლო ფოტო ვიტალი დარასელიასთან ერთად გადავიღეთ, თასი ორივეს გვეჭირა ხელში. მერე დაუძახეს, ჩქარა შემოდი უკვე ყველა თვითმფრინავში სხედანო. ვიტალი გაიქცა. მერე მივხვდი, რომ თასი მე შემრჩა ხელში და სადეპუტატოს დარბაზის შენობაში მორიგესთან მივედი, ვთხოვე, გამატარე, თასს გადავცემ და მოვბრუნდები მეთქი. დიდხანს ვეჩალიჩე, არ მიშვებს. ათი წუთის შემდეგ გახვითქულები მორბიან ჟორიკა და დინამოს ადმინისტრატორი. მე რომ დამინახეს თასით გახარებული მომვარდნენ, შენ გაიხარე, გვეგოგანა თასი დავკარგეთო. თასის გარეშე თბილისში არ შეგვიშვებდნენო.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ