21:57 13.05.2021
თურქეთში დასრულდა კალეკოის ჰესის მშენებლობა, რომლითაც დაახლოებით, მილიონი ადამიანი ისარგებლებს
თურქეთში დასრულდა კალეკოის ჰესის მშენებლობა. პანდემიასთან დაკვშირებით ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მდინარე მურატის კალაპოტში, 500 მვტ დადგმული სიმძლავრის კალეკოი ჰესი აშენდა და ექპლუატაციაში შევიდა. კალეკოის ჰესი კერძო კომპანია „Kalehan Energy“-ს მიერ აშენებული, სიმძლავრით მეექსვე ჰესია თურქეთში. კაშხლის სიმაღლე 107 მეტრია, სამანქანო დარბაზი კი აღჭურვილია სამი ფრენსისის ტიპის ტურბინით. ახალი ჰესის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიით დაახლოებით მილიონი ადამიანი ისარგებლებს.
დღეს თურქეთი თავისი ჰიდროპოტენციალის მხოლოდ 60%-ს იყენებს. კალეკოის ჰესის აშენებით ქვეყანა მოიხმარს მეტ ეკოლოგიურად უსაფრთხო, სუფთა ელ. ენერგიას და ამცირებს თბოსადგურების მიერ გამოყოფილ ნამწვი აირების რაოდენობას.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge