დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის „სრული სამზარეულო“ არ არის მხოლოდ რეცეპტების ნაკრები, მასში იკითხება ეპოქის ისტორია, კულტურა და იდენტობა 13.05.2021 23:31


ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე – ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რაფიელ ერისთავის და. დიდგვაროვანი თავადის ქალი 1833 წელს, კახეთში, სოფელ ქისტაურში დაიბადა. მამა დავით რაფიელის ძე ერისთავი და მისი ოჯახი ბარბარესთვის გახდა ერთგვარი ბიძგი იმისათვის, რომ ოჯახის მსგავსად, ისიც ლიტერატურული ტრადიციების გამგრძელებელი ყოფილიყო. ადრე დაობლებული ბარბარე მამამ და ძიძამ აღზარდეს. მან, იმდროინდელი ქალების მსგავსად, განათლება შინაურ სკოლაში მიიღო. ბარბარე ჯორჯაძე 12 წლის იყო, როდესაც ზაქარია ჯორჯაძეზე იქორწინა. მოუხედავად რთული ბავშვობისა და ბევრი ცხოვრებისეული განსაცდელისა, ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, იცავდა ქალთა უფლებებს. ბარბარე ჯორჯაძე, ლიტერატურულ ფერხულშიც აქტიურად იყო ჩაბმული, წერდა ლექსებს, მოთხრობებსა და პუბლიცისტურ წერილებს. ის პირველი პუბლიცისტი და ერთ-ერთი პირველი მწერალი ქალია, რომლის ნაშრომებიც ჟურნალმა „ცისკარმა“ გამოაქვეყნა. მისი ძლიერი, შეუპოვარი ხასიათი და ფემინისტური სულისკვეთება მის ლიტერატურულ ტექსტებშიც იგრძნობა. ბარბარე ჯორჯაძის ყველაზე დიდი საგანძური, „სრული სამზარეულო“ რომელიც დღესაც ფასდაუდებელია ქართული კულტურისა და ისტორიისათვის, პირველად 1874 წელს გამოიცა. წიგნის სრული ტირაჟი მალევე გაიყიდა, რის შემდეგაც მხოლოდ 1914 წელს მოხდა მისი მეორედ გამოცემა. „სრული სამზარეულო“ არ არის მხოლოდ რეცეპტების ნაკრები, მასში იკითხება ეპოქის ისტორია, კულტურა და იდენტობა.
ფოტოს გადაღბის თარიღი უცნობია.
ნინო ჟღენტის ალბომიდან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ