დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თურქი ექსპერტების თვალსაზრისი ისრაელის სახელმწიფოს ანტიპალესტინური პოლიტიკის შესახებ 14.05.2021 11:55

თურქული გაზეთის „ჯუმჰურიეთ“-ის («Cumhuriyet») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კორესპონდენტი ჰუსეინ ჰაიათსევერი ექსპერტებს ესაუბრება, რომლებიც აზრს გამოთქვამენ თურქეთისა და ისრაელის პოზიციების შესახებ.

 

თურქეთის ყოფილი ელჩი ისრაელში ოღუზ ჩელიკოლი ამბობს, რომ ისრაელმა, თავისი ძალადობრივი მოქმედებით, უკვე დიდი ხანია უარი თქვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე (ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპით) და ცდილობს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებები გააფართოვოს. „ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ვაშინგტონმა, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეჩერება შეუძლია.

 

თურქეთის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი ჰუსეინ ბაღჯი ყურადღებას ამახვილებს არაბული ქვეყნების [არაკეთილსინდისიერ] პოზიციაზე პალესტინელთა მიმართ: „არაბებმა პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენ, თურქებს გადმოგვაბარეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია სამართლიანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ პალესტინის საკითხი ყველამ ერთად უნდა გადაჭრას, თურქეთს ამის შესაძლებლობა არ აქვს“.

 

თურქეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალი ისმაილ ჰაკი კომენტარს უკეთებს იმ ლოზუნგებს, რომლებიც თურქეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე გაისმის ისრაელის მოქმედების წინააღმდეგ - „გავწყვიტოთ ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობა“, „გავგზავნოთ ჩვენი არმია პალესტინელების დასახმარებლად’ და ა.შ. „ამ მოწოდებებს არავითარი საფუძველი არ აქვთ, განსაკუთრებით არმიის თაობაზე. თურქეთის არმიის პალესტინაში გადასროლაზე, თუნდაც სამშვიდობო მიზნით, ლაპარაკიც კი არ შეიძლება, რადგან გაეროს რეზულუციის გარეშე არავითარი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა არ შეიძლება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი არაბულმა და ისლამურმა ქვეყნებმა შეიძლება ერთობლივად გააკეთონ, ეს იქნება ისრაელის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დაწესება... მაგრამ, სამწუხაროდ, არაბულ ქვეყნებს ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ...“.

 

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/haber/isgal-altindaki-dogu-kuduste-israilin-sergiledigi-tutum-bolgede-sert-catismalara-neden-oldu-1835555


მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ