დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი 14.05.2021 14:29

ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.

 

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისგორის მუნიციპალიტეტის  ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, სიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი -  20 მაისიდან ამოქმედდება.

 

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

 

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, გორსა და ქუთაისში მდებარე „სპარის" და „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

 

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/TBCGoriQutaisi .

 

(R)

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ