22:11 14.05.2021
კონგრესმენი ადამ კინზინგერი რესპუბლიკელია? აღარ, ის უნებისყოფოა, რომელსაც MSNBC-ზე საკუთარი ტელეგამოსვლა უფრო ადარდებს, ვიდრე ამომრჩევლები - კატალინა ლაუფი
გია აბაშიძე:
ილინოისის შტატის 'რესპუბლიკელ' კონგრესმენს, ადამ კინზინგერს საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობა პარტიასთან მას შემდეგ, რაც მან ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ახლაც სახეზეა კიდევ ერთი უთანხმოება. 'რესპუბლიკურმა' პარტიამ დონალდ ტრამპის კრიტიკოსი კონგრესმენი, ლიზ ჩეინი პარტიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა. ლიზ ჩეინი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ქალიშვილი, 'რესპუბლიკური' პარტიის კონფერენციის თავმჯდომარე იყო (#3 პარტიულ იერარქიაში). ჩეინის შესახებ გადაწყვეტილება არ მოეწონა კინზინგერს, რომელმაც 'რესპუბლიკელები' მწვავედ გააკრიტიკა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში, კინზინგერს თანაპარტიელმა კატალინა ლაუფმა საჯაროდ აუწყა, რომ მის წინააღმდეგ იბრძოლებს მისსავე საარჩევნო ოლქში, 2022 წლის 'რესპუბლიკელთა' 'პრაიმერზში'. "კონგრესმენი ადამ კინზინგერი 'რესპუბლიკელია'? აღარ, ის უნებისყოფოა, რომელსაც MSNBC-ზე საკუთარი ტელეგამოსვლა უფრო ადარდებს, ვიდრე მისი ამომრჩევლები", - განაცხადა 'რესპუბლიკელმა' კატალინა ლაუფმა 2021 წლის თებერვალში. ამ განცხადებამდე კი თავად ადამ კინზინგერმა თქვა, რომ მისი ოჯახის 11-მა წევრმა მას ერთობლივი წერილი მისწერა, რომელშიც ის დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო დაგმეს. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ნათესავებმა მას მისწერეს, რომ „იგი ოჯახის იმედგაცრუებაა“.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge