დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი 17.05.2021 10:37

ვერძი

თუ ვინმეს პროტექციას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით რა შედეგს მოიტანს ეს ქმედება თქვენთვის და უფრო ხომ არ გაამწვავებთ ამ ადამიანის მდგომარეობას, სჯობს ამჯერად სხვამ დაარეგულიროს რთული სიტუაცია.

 

კურო

შესაძლოა დღეს შანსი გაგიჩნდეთ სარფიანად დააბანდოთ ფული რაიმე პერსპექტიულ საქმეში, მაგრამ იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რადგან არის თაღლითობისა და მოტყუების ალბათობაც არაკეთილმოსურნეთა მხრიდან.

 

ტყუპები

შეეცადეთ ბიზნესსა და ზოგადად ნებისმიერ საქმეში გამოიყენოთ მხოლოდ ის რესურსები, რომელსაც თავად განაგებთ, ეს თქვენთვის კარგ სარგებელს მოიტანს, შეგიძლიათ ზომიერების ფარგლებში გარისკოთ კიდეც.

 

კირჩხიბი

ნუ იზარმაცებთ და ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ საქმეები თავისთავად მოგვარდება ან თქვენს სამუშაოს ვინმე გააკეთებს. მოიკრიბეთ ნებისყოფა და საქმეს შეუდექით, ამოქმედდით, დაიწყეთ პროცესი და ფეხი აუწყვეთ დროის მოთხოვნებს.

 

ლომი

შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი საქმიანობის გადადება და რაიმე უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღოთ მონაწილეობა, ტყუილად ნუ შეეცდებით განზე გადგომას, სულ ერთია მაინც თქვენსკენ იქნება ყურადღება მოპყრობილი.

 

ქალწული

მძაფრი სურვილი თუ მცდელობა სხვას დაეხმაროთ არაფერს მოგიტანთ და საერთოდაც არავინ დაგიფასებთ. დღეს გონივრული იქნება ტყუილად არ დახარჯოთ ენერგია და დაზოგოთ ნერვები.

 

სასწორი

სასურველია მოუსმინოთ სხვებს, მაგრამ ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებთ მათ რჩევებს, შეადარეთ მათი ნათქვამი და თქვენი შეხედულებები და თვითონვე დაინახავთ საკუთარი აზრის უპირატესობას.

 

მორიელი

დიდი გულისყურით მოეკიდეთ საქმიან ქაღალდებს, დოკუმენტებს. შესაძლოა იპოვოთ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენს საქმიანობას სრულიად შეცვლის, რასაკვირველია უკეთესობისაკენ.

 

მშვილდოსანი

გულში ნუ დაიტოვებთ სათქმელს და თქვით პირდაპირ, ხმამაღლა და გასაგონად თუ რას თხოვთ ადამიანებს. თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი უფლებები, პოზიციები და ინტერესები.

 

თხის რქა

არის ალბათობა გამწვავდეს იურიდიული საკითხები, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს მიზნებს. თუ საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით სირთულეებს დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ.

 

მერწყული

მოიცილეთ აბეზარი ფიქრები და ნეგატიური განწყობა, ნუ კვებავთ ეჭვებითა და წყენებით თქვენს ემოციებს. ნუ ჩაიკეტებით, მიმოიხედეთ და გარშემომყოფებში გულწრფელ, საინტერესო ადამიანებს აღმოაჩენთ.

 

თევზები

შეეცადეთ კარგი სტრატეგიით მოიფიქროთ ყოველი დეტალი და გაწეროთ საბოლოო შედეგამდე, ყველა მხრიდან, ყოველი კუთხიდან შეხედეთ რას მოგიტანთ თქვენი გეგმის განხორციელება და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ