დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 150-მდე ოჯახს ფართები დაუკანონდა 19.05.2021 01:07

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 150-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. გარდა ამისა, 70-მდე ოჯახს ის ფართები დაუკანონდა, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ. საკითხი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძე წარადგინა.

 

გარდა აღნიშნული საკითხისა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისში მდებარე  რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის და  უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა.  


დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა  თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტის შესახებ ისაუბრ.


საკრებულოს წევრებმა სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ პროექტიც განიხილეს.


გარდა ამისა,  სხდომაზე  სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.


დღევანდელ სხდომაზე,  საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები განიხილეს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ