10:33 19.05.2021
19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


დღეს სცადეთ რაიმე ახალი ნებისმიერ სფეროში, შესაძლოა ყველაფერი სასიკეთოდ განვითარდეს. დაივიწყეთ დროებით ახლობელ - მეგობრებთან ტელეფონითა თუ სოციალური ქსელებით საუბრები.

 

კურო

სასურველია მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ინტერესებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, თქვენი ძალისხმევა ძალიან კარგად აისახება განწყობაზეც და საკმაოდ ოპტიმისტურ ტალღაზე გადაერთვებით.

 

ტყუპები

ნუ გადატვირთავთ მხედველობას და მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ თანამშრომლების მიმართ და საჭირო შემთხვევაში გაუზიარეთ გარშემომყოფებს თქვენი ცოდნა და გამოცდილება.

 

კირჩხიბი

მოულოდნელი ინფორმაციის მიღება და შესაძლო მგზავრობა თავდაყირა დააყენებს თქვენს გეგმებს. თავი ხელში  აიყვანეთ და მოთმინებით დაელოდეთ ცვლილებებს, აუცილებელია ამტანობა და ფიზიკური ძლიერება.

 

ლომი

კარგად ჩამოაყალიბეთ უახლოესი მიზნები და თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გასწიეთ წინ, მიდით ჯერ ერთ მიზანთან, მოსინჯეთ საკუთარი ძალები და გაიაზრეთ თუ რომელი მიმართულებით იქნება სვლა უფრო მომგებიანი და პერსპექტიული.

 

ქალწული

სასურველია გონებრივ გადაღლილობას ფიზიკური შრომით უწამლოთ და პირიქით, ფიზიკური შრომა რაიმე გონებრივი სასიამოვნო საქმიანობით ჩაანაცვლოთ. ამგვარად მარტივად მოახერხებთ ენერგიების დაბალანსებას.

 

სასწორი

შესაძლოა, შეცვალოთ გეგმა რაღაც საკითხთან მიმართებაში, რადგან უახლოესი ინფორმაციული სიახლეები საშუალებას მოგცემთ უფრო ეფექტურად და ძალისხმევის გარეშე გადაჭრათ პრობლემები.

 

მორიელი

შეეცადეთ არანაირი ფორით არ ჩაერიოთ სხვათა საქმეებში, არც რჩევებით და არც ფინანსური კუთხით. იზრუნეთ თქვენი იდეების რეალიზებითვის და თქვენი დრო და ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ.

 

მშვილდოსანი

პროდუქტიული და წარმატებული დღე გექნებათ თუ ზედმეტ დროს  არ დახარჯავთ წვრილმანებზე და არაფრისმომტან გარჩევებზე. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და საქმისა თუ სირთულეების გონივრული გააზრებით თქვენთვის შეუძლებელი არაფერი იქნება.

 

თხის რქა

ნუ გადაყვებით საკუთარ თავს, საკუთარი ინტერესებს და ცოტა სხვებზეც იფიქრეთ. სასურველია ახლობლებს თქვენი სითბო და სიყვარული, მზრუნველობა და პატივისცემა აგრძნობინოთ და უფრო ჰარმონიული გახადოთ ურთიერთობები შინ თუ გარეთ.

 

მერწყული

იმოქმედეთ გონივრულად და თავდაჭერილად. ნუ გათამამდებით და ბევრს ნუ მოინდომებთ ერთბაშად როგორი მაცდუნებელი წინადადებიანი საქმეც რომ შემოგთავაზონ. ნუ გამოიყენებთ სამყაროს კეთილგანწყობას გაუაზრებლად და ამპარტავნულად.

 

თევზები

იმოქმედეთ ისე, რომ  ნებით თუ უნებლიედ სხვები არ გაანაწყენოთ და ნეგატიური ემოციები არ გამოიწვიოთ გარშემომყოფებში, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ თავად ჩაიდოთ წყენა და ბოღმა გულში. ლმობიერება და დიდსულოვნება საუკეთესო გამოსავალია...




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge