10:36 20.05.2021
20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის მიწურულს მზე ტყუპების ნიშანში გადადის.


 

ვერძი


მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო სივრცე, მიუჩინეთ ყველაფერს თავისი ადგილი. არაორგანიზებულობა და საქმისადმი უყურადღებობა მხოლოდ უსიამოვნებებს და გართულებებს მოგიტანთ.

 

კურო


თქვენი დღევანდელი ჩანაფიქრი არა მარტო წარმატებით რეალიზდება, არამედ შედეგებით ყველას სახტად დატოვებთ. საკუთარი სამომავლო ხანგრძლივვადიანი პროექტები კოლეგებისა და გარშემომყოფებისთვისაც დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდება.

 

ტყუპები


სასურველია სიტუაციას მოერგოთ და არავის დაუპირისპირდეთ, ნუ ივლით დინების საპირისპირო მიმართულებით და ნუ შეეცდებით შეცვალოთ ვითარება თქვენი შეხედულებების მიხედვით, ახლა ეს არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ.

 

კირჩხიბი


სავარაუდოდ კონკურენტებს მოუწევთ შეეგუონ თქვენს წინსვლასა და ლიდერულ პოზიციას. იყავით ყურადღებით და ფრთხილად, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი შემოტევები და თავდასხმები.


ლომი


ნუ იქნებით განხეთქილებისა და კამათის მიზეზი, თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისა და სხვების დადანაშაულებებისაგან. იზრუნეთ გარშემო მშვიდობიანი და კომფორტული გარემოსათვის, ჰარმონიისათვის.


ქალწული


მოერიდეთ ხალხმრავლობას და სადმე მყუდროდ განმარტოვდით, თუმცა მოიფიქრეთ რაიმე საპატიო მიზეზი განმარტოების გასამართლებლად რადგან ამით, შესაძლოა მოახერხეთ გარიდება ფეთქებად-საშიში ვითარებიდან.

 

სასწორი

 

ნებისმიერ უსიამოვნებას მშვიდად და ფილოსოფიური კუთხით მიუდექით, ყველაფერი რაც ხდება საბოლოო ჯამში სასიკეთოა და რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და მატერიალური მდგომარეობა სტაბილურია.

 

მორიელი

 

დღეს იოლად გადაჭრით სამსახურებრივ პრობლემებს, ამისთვის გულახდილობა და ცოტაოდენი მოხერხებულობა იქნება საჭირო. ენდეთ წინათგრძნობას და გამოიჩინეთ მეტი თავდაჯერებულობა, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.


მშვილდოსანი


გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, დაფიქრდით და სწორად შეაფასეთ პერსპექტივები. მთავარია არ გაფანტოთ თქვენი დრო და ძალები ათასი მიმართულებით და კონცენტრირდით ძირითადზე.

 

თხის რქა


მოჭარბებული ენერგია სჯობს რაიმე სასიკეთო საქმიანობაზე დახარჯოთ, თუნდაც ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმეთ დრო, დაგროვილი ენერგია ხშირად აგრესიის, გაღიზიანების სახით იჩენს ხოლმე თავს, ან შესაძლოა მშვიდი ძილი დაგირღვიოთ.

 

მერწყული

 

ზედმეტად ნუ დაიღლით თავს სამსახურეობრივი თავსატეხებით და დაზოგეთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა, დღეს რაც ნაკლებს იფიქრებთ საქმესა და საბუთებზე, მით უკეთესად იგრძნობთ თავს.


თევზები


ნუ შეეცდებით დაპირისპირების შემთხვევაში თქვენი სიმართლისა და კომპეტენტურობის მტკიცებას. ეს მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას, ზიანს მიაყენებს ურთიერთობებს და შემდეგ დიდი ალბათობით ყველაფერი სანანებელი გაგიხდებათ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge