12:01 21.05.2021
ანჯელინა ჯოლის უჩვეულო ფოტოსესია ფუტკრებთან ერთად - ფოტოები

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ფუტკრებთან ერთად ფოტოსესია გამართა. ფოტოსესია მიზნად ისახავდა ფუტკრების გადაშენების პრობლემას და მასზე ყურადღების გამახვილებას. ფოტოები და ვიდეოები National Geographic-მა გამოაქვეყნა.

 

"გადასაღებ მოედანზე ყველას, ანჯელინას გარდა, დამცავი კოსტუმები ეცვა. ეს ფოტოსესია იყო ძალიან მშვიდი და ბნელი, რომ ფუტკრებს არ ენერვიულათ. ანჯელინა 18 წუთის განმავლობაში ფუტკრებთან ერთად გაუნძრევლად იდგა", - განაცხადეს პროექტის ორგანიზატორებმა.

 

ფოტოსესიამ წარმატებით ჩაიარა. ჯოლისთვის არცერთ ფუტკარს არ უკბენია.

 

National Geographic-ის ცნობით, ფუტკრების პოპულაციამ სწრაფად დაიწყო შემცირება, რამაც, შესაძლოა, კაცობრიობის შიმშილი გამოიწვიოს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ანჯელინა ჯოლი მხარს უჭერდა იუნესკოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ფუტკრების რაოდენობა 125 მილიონით გაიზარდოს.

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge