დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

უმუშევრობის "შელამაზებული სტატისტიკა" და შეულამაზებელი მძიმე რეალობა 21.05.2021 14:56

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, რომელიც, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ კიდევ უფრო გამწვავდა. პანდემიამ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რამდენიმე  ხნით  ეკონომიკა სრულიად გააჩერა და ადამიანების ცხოვრების რიტმი მნიშვნელოვნად შეცვალა.

 

დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება გამოიწვია. გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, საცალო მაღაზიები, შეწყვეტილი საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა, დაცარიელებული მუზეუმები, კაზინოები და სპორტული მოედნები, - უამრავ დაკარგულ სამუშაო ადგილს და შემცირებულ შემოსავლებს გულისხმობს.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა,  რაც, სხვა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.

 

 

რამდენად რეალური მონაცემებია? უფრო მეტია თუ არა უმუშევართა რაოდენობა და რაშია გამოსავალი, რომ არსებული პრობლემა დაიძლიოს?

 

ამ საკითხებზე ჯორჯია თაიმსს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე ესაუბრა.

 

ქვეყანაში ყველაფერი ირყევა: ლარიკურსიც, ფასები, ბიზნეს გარემოც, დასაქმებულის შემოსავლები და დამსაქმებლის პოლიტიკაცყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ უმუშევრობის ზრდას, ფასებისა და ცხოვრების გაძვირებას.

 

სამწუხაროდ, საქართველოს შრომის ბაზარი დასუსტებული, გამოფიტული, უფულო და ზრუნვის გარეშეა დარჩენილია. უმუშევრობის დონის ზრდა რომ გარდაუვალი იყო, ეს ბუნებრივია. ობიექტური და არაობიექტური ფაქტორების გამო, ეკონომიკის ბლოკირების პოლიტიკამგაყინაბიზნესის და მოსახლეობის აქტივობის შესაძლებლობები. ამასთან, დღესაც ბიზნესგარემო  იძულებითი რეჟიმის პირობებშია. შედეგად, მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება,  სახელმწიფო დახმარებების საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა იზრდება,  სოციალური და ეკონომიკური ვითარება კი - მძიმდება,“- აცხადებს ექსპერტი.

 

მისივე თქმით, ფაქტები ცხადყოფს, რომ განვითარებადი ეკონომიკის სტატუსის მქონე ქვეყანას  შელამაზებული ოფიციალური სტატისტიკა და შეულამაზებელი მძიმე რეალობა გააჩნია, რომელიც, საგანგაშო მდგომარეობას ასახავს.

 

რა თქმა უნდა, სახელმწიფო აჩვენებს და საუბრობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების პოზიტიურ კუთხეებით. თუმცა, მანამ სანამ ეკონომიკა, საინვესტიციო აქტივობა, ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, ბიუჯეტი და შემოსავლები არ გაათმაგდება, ნებისმიერი ეკონომიკური მაჩვენებლის პოზიტიურ კონტექსტში ჩვენება ყოველთვის შელამაზებული და გაზვიადებული იქნება.

 

ეკონომიკური სივრცე უპასუხისმგებლობითა და უმოქმედობით პოლიტიკურად დაბინძურებულია. ქვეყანაში არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი,მათ შორის, არც უმუშევრობის ზრდაზე, არც ინფლაციაზეარც კრიზისზე. ყველა პოლიტიკური ჯგუფი თავისი პირადი პრობლემებით არის დაკავებული,“- აღნიშნავს რატი აბულაძე.

 

როგორც ექსპერტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ქვეყანაში, დასაქმების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები თვითდასაქმებულებსაც აქვთ. შესაბამისად, ყურადღების ფოკუსირებას, ქვეყანაში შეზღუდვების განგრძობადობის პირობებში, დასაქმებული პირების პოლიტიკის შენარჩუნება საჭიროებს.

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის ზრდის მაჩვენებელის გამოქვეყნების შემდგომ, პოლიტიკური გარემოს მხრიდან მყისიერად წარმოდგენილი უნდა იყოს რეაგირების მექანიზმები, პრობლემების დაძლევის გზები, სამუშაო ადგილების შექმნის სქემები და დასაქმებულთა მხარდამჭერი პროგრამები. მაგალითად,  ქვეყანას ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების პოლიტიკა აქვს. სწორედ ასეთივეს, დასაქმებულთა შენარჩუნების პოლიტიკაც საჭიროებს.

 

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მანამ, სანამ კონტროლიდან არ გამოვა პროცესები, დროა უმოქმედობის პოლიტიკა დასრულდეს,“-აცხადებს რატი აბულაძე.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ