18:59 23.05.2021
შვეიცარიაში ჰესების მშენებლობა საზოგადოებრივი დისკუსიით და ნაციონალური კონსენსუსით გადაწყდა და არა ულტიმატუმებით და ხელის გადაგრეხით - გიორგი ცუცქირიძე
გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

პრობლემა არ არის მხოლოდ ნამახვანჰესი. დღეს წლიური ენერგო დეფიციტი რეალურად არის მხოლოდ 10 პროცენტი, ხოლო ენერგო დამოუკიდებლობა რაზეც ხშირად არასწორი აქცენტირება ხდება, ტერმინოლოგიურადაც გასამართია და მხოლოდ ჰიდრო პრესურსებზე აპელირებითაც შეუძლებელია, რადგან ზამთრის ნულოვანი გენერაციის გამო, ენერგიის იმპორტს ითხოვს დღის წესრიგში, როგორი ჭარბი ჰიდრო გენერაციაც არ უნდა გვქონდეს.
თვით ენერგო ბალანსის სიჭარბე ანუ პროფიციტიც კი, გაზაფხულზე ჭარბი ენერგო გენერაციის გამო, რაც ზამთრის ნულოვან გენერაციას აბალანებს, ერთადერთი ენერგო ბალანსის დეფიციტის გადაფარვას თუ უზრუნველყოფს და არა ენერგო დამოუკიდებლობას. ენერგია ზამთარში ყველა შემთხვავაში მაინც შესაძენი გვექნება!
თვალსაჩინოებისათვის იგივე შვეიცარიაში ენერგო დამოუკიდებლობა მიიღწევა ენერგობაზრის მაქსიმალური დივერსიფიკაციით, დიდწილად ატომური ენერგიის ხარჯზე, და არა მხოლოდ ჰიდრო ენერგეტიკის ან ენერგიის ალტერნატიული წყაროებით, მზის და ქარის ენერგიის განვითარებით, ანალოგიურია ისეთი გლობალური ეკონომიკების მაგალითი, როგორიც აშშ გერმანია თუ ჩინეთია.
ცალსახად უნდა ითქვას, რასაც თვალს ვადევნებთ, ამ ტიპის საკითხების გადაწყვეტა ულტიმატუმებით ვერ მოხერხდება, რაზეც არაერთგზის სხვა დროსაც აღმინიშნავს. ეს აშკარად სცილდება ერთი თუნდაც მსხვილი კაშხადური ტიპის ჰესის მშენებობლობას, და მთლიანად ენერგო პოლიტიკის დისკურსში გადადის.
იგივე შვეიცარიაში ამ ტიპის ჰესების მშენებლობა ღია საზოგადოებრივი დისკუსიის და ნაციონალური კონსენსუსის პრინციპით გადაწყვეტილა, და არა ულტიმატუების და ხელების გადახრეხვის გზით, ეს პროტესტანტებსაც ეხებათ და ხელისუფლებასაც. არც ის არის შემთხვევითი, მხოლოდ რუსულ ნარატივზე აქცენტირება წამგებიანი რომ ხდება.
დებატი ამ საკითხზე რაც ახლა დაიწყო, კარგია, თუმცა სამწუხაროდ დაგვიანებულია და კონტპროდუქტიულიც, რადგან მასში გაცილებით ფართო საზოგადოებრივი საექსპერტო წრეები უნდა იყოს წარმოდგენილი და არა მხოლოდ ნანახვანჰესის ინტერესთა ჯგუფები!
გასაგებია ამ ტიპის პროტესტში პოლიტიკური ჩართულობის ინტერესიც, თუმცა პოლიტიკური მდგენელი პრინციპულად მიუღებელია. თუნდაც იგივე ლელოს ვერბალური ჩართულობა, ბატონი ხაზარაძის ეროვნული სულისკვთება სად იყო, კიდევ ერთი არანაკლები ეროვნული სიმდიდრე - ბორჯომის კომპანია, რუს ოლიგარქიულ ჯგუფს როცა მიყიდა?! ან ნაციონალებზე რა უნდა ითქვას პრაქტიკულად მთელი ენერგეტიკა რუსებს რომ გადააბარეს?



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge