დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

პაპუნა გულაშვილს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ 25.05.2021 20:32

რადიო "ჯორჯიან თაიმსის" გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

პაპუნა გულაშვილი ოფისში მოდიოდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა. 


პაპუნა გულაშვილმს აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფიოსში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა.

 

პაპუნა გულაშვილმა მიიღო ფიზიკური დაზიანება.

 

მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მოხდეს ფაქტზე დროული და შესაბამისი რეაგირება.

 

მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა მივაწოდოთ.

 

 

ვიდეო: https://www.facebook.com/watch?v=505402234237195

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ