დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

თეთრ მანქანაში ზის ჩვენი შვილი, ჟურნალისტი, რომელსაც გაღებულ ფანჯარაში გამეტებით ურტყამენ საქართველოს დროშის ტარს! - ნანა გაგუა 25.05.2021 21:49

„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს, როგორ ესხმის თავს პაპუნა გულაშვილს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცის ერთ-ერთი მონაწილე. ნანა გაგუა წერს:

ინებეთ თავდასმის დაუმონტაჟებელი კადრები! ვიდეოც!!!! დააკვირდით! მარცხნივ, თეთრ მანქანაში ზის ჩვენი შვილი, ჟურნალისტი, რომელსაც მანქანის გაღებულ ფანჯარაში გამეტებით ურტყამენ საქართველოს დროშის ტარს!!!!! პაპუნა რადიო ჯორჯიანში ამ მანქანით თათბირზე მიდიოდა!
და როგორც გნებავთ, ისე ''დაინახეთ'' ეს კადრი!!!!!!!! წითელმაისურიან ''ნამახვალმცველ'' მედროშეს კი ჩემი ''სალამი''!!!!!! დანარჩენი მოგვიანებით!!!!


შეგახსენებთ, რომ რადიო "ჯორჯიან თაიმსის" გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა. პაპუნა გულაშვილმა მიიღო ფიზიკური დაზიანება.
მედიაჰოლდინგმა "ჯორჯიან თაიმსმა" მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მოხდეს ფაქტზე დროული და შესაბამისი რეაგირება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ