კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა.
ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge