დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

თბილისის საკრებულოში ვაჟა ოთარაშვილის წიგნის „გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა 27.05.2021 20:01

 

 

თბილისის საკრებულოში პოეტის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის საკრებულოს წევრის, ვაჟა ოთარაშვილის წიგნის „გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ისტორიოგრაფიული კვლევა გიორგი სააკაძის შესახებ, რომელიც როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლურ საარქივო მასალებს მოიცავს.

პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ გახსნა. მან ვაჟა ოთარაშვილს ნაშრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, ეს არის  მნიშვნელოვანი კვლევა გიორგი სააკაძის შესახებ.

წიგნის ავტორმა, ვაჟა ოთარაშვილმა ვრცლად ისაუბრა გიორგი სააკაძის პიროვნებაზე. მისი განცხადებით, ნაშრომში მოცემულია უნიკალური საარქივო მასალები, რომლებიც ვატიკანის, ასევე ირანის და თურქეთის ისტორიულ დოკუმენტებს ეყრდნობა. ავტორმა აღნიშნა, რომ გიორგი სააკაძის შესახებ ისტორიოგრაფიული კვლევის პირველი ტომი 2018 წელს გამოვიდა.

„ეს არის უნიკალური კვლევა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი სააკაძის შესახებ. მასში მოცემულია ევროპული, კერძოდ ვატიკანის საარქივო მასალები, რომლითაც მტკიცდება, გიორგი სააკაძის დიდი ქართველობა, ის რომ, მას სიკვდილამდე რჯული არ შეუცვლია და ქრისტიანად დარჩა. ყველაზე დიდი სიახლე არის ის, რომ ის ევროპელ მისიონერებს სთავაზობდა, შექმნილიყო ევროპული გაერთიანება.

ვფიქრობ, რომ წიგნი ფართო საზოგადოებას დააინტერესებს.  წლის ბოლოს მკითხველი მესამე ტომსაც მიიღებს,“- განაცხადა ვაჟა ოთარაშვილმა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ  და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მკვლევარებმა, სამეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ