დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თეა წულუკიანი სუხიშვილებს შეხვდა 28.05.2021 22:20

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის ხელმძღვანელობას შეხვდა. დასის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელისგან მინისტრმა მათი საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია და თავის მხრივ, სამინისტროს რამდენიმე ინიციატივა გააცნო.

 

გარდა ამისა, თეა წულუკიანმა დასის ხელმძღვანელობას სამინისტროს პრიორიტეტებიც გააცნო, და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. აქედან გამომდინარე, მინისტრმა დასის ხელმძღვანელობას საქართველოს რეგიონებში ტურნეების გამართვაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ