დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რეზო ბულია სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა მოკლა - ზაზა დავითაია 29.05.2021 10:46

ეს რეზო ბულია გახლავთ. 28 მაისს მისი დაბადების დღეა, არადა, 2 წელია, რაც გარდაიცვალა, - ამის შესახებ  ჟურნალისტი ზაზა დავითაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"რეზო სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობის ცილისმწამებლური ბრალდებით ჩემთან ერთად გაასამართლა და 4,5 წლით ციხეში ჩასვა. დილეგში ჯანმრთელობა შეერყა და ისე წავიდა ამქვეყნიდან, რეაბილიტაციას ვერ მოესწრო. რეაბილიტაცია კი, 3 დღის წინ, 25 მაისს მოხდა - სასამართლომ რეზო გაამართლა!


რეზო ბულია სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა მოკლა. მარტო ამ რეჟიმის ნამსხვრევები კი არა, სააკოვის ყველა მომხრე - რეზოს მკვლელობის თანამონაწილეა და უმკაცრესად აგებენ პასუხს, როგორც აქ - ამ ქვეყანაზე, ისე ზეცაშიც - ღვთის წინაშე!


რეზო, მეგობარო, უფალმა გაცხონოს!


დაბადების დღეს და გამართლებას ერთდროულად გილოცავ!" - წერს ზაზა დავითაია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ