დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი 29.05.2021 13:09

ვერძი


მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში უიმედობა , ნეგატივი შემოაქვთ და სკეპტიკურად არიან განწყობილნი ადამიანების მიმართ, ასევე ადამიანებს, რომლებიც წარსულ მოგონებებში სულს გიშფოთებენ.

 

კურო


გამოიჩინეთ სიფრთხილე, მაგრამ იაქტიურეთ თქვენი გრძნობების ღიად გამოსახატათ. საქმიან სფეროში გაქვთ წინსვლის შანსები, ამიტომ ზომიერების ფარგლებში კარგია თუ გამოიჩინეთ ინიციატივას.

 

ტყუპები


შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ სამსახურეობრივ საქმიანობას და დაგეგმოთ ყველაფერი თქვენი სურვილის მიხედვით. შესაძლოა დიდ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიოთ სასიყვარულო სფეროშიც.

 

კირჩხიბი


დღეს მატულობს თქვენი შესაძლებლობები, შეგიძლიათ თამამად დაისახოთ მნიშვნელოვანი მიზნები და ამოცანები, აიცილოთ საფრთხეები, დაივიწყოთ ცხოვრების უსიამოვნო მოგონებები და წარსულის ტკივილები.

 

ლომი


დინამიური და არასტანდარტული დღეები სულიერებაში ჩაღრმავების, დასვენებისა და ღრმა თვითანალიზის საშუალებასაც გაძლევთ და რაც მთავარია გარემო და ახლობელი ადამიანები კარგ განწყობასა და საკუთარი ძალების რწმენაში გეხმარებიან.

 

ქალწული


მცირეოდენი სირთულეებია მოსალოდნელი, ნუ აჰყვებით ეჭვიანობას და ნუ ამოაფრქვევთ ემოციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაკავდით თქვენთვის საინტერესო საქმიანობით.

 

სასწორი

გაგიადვილდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საჭიროა მხოლოდ მეტი გაბედულება და სითამამე, იზრუნეთ საკუთარ თავსა და კომფორტზე.

 

მორიელი


სასურველია იზრუნოთ გარემოს შეცვლაზე, ძირითადი აქცენტები გააკეთეთ პირად და მეგობრიულ ურთიერთობებზე, ხოლო საქმიანი აქტიურობა დროებით შეამცირეთ.

 

მშვილდოსანი


შეეცადეთ გახდეთ უფრო მოქნილი, რათა აიმაღლოთ ავტორიტეტი ირგვლივმყოფთა თვალში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და შეიტანოთ კორექტივები ზოგიერთ ცხოვრებისეულ ასპექტში.

 

თხის რქა


ნუ ენდობით ახალგაცნობილ ადამიანებს, ნუ გაანდობთ მათ თქვენს გეგმებს და საიდუმლოს. ნუ გაბოროტდებით დროებითი წარუმატებლობის შემთხვევაში და ნუ დაკარგავთ წარმატების იმედს.

 

მერწყული

 

გულწრფელობა, ნდობა და პოზიტიური განწყობა სიკეთის მომტანია, იზრდება თქვენი გონებრივი შესაძლებლობები და მოხერხებულობა. კარგია ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება.

 

თევზები


ინტუიცია და იუმორი დაგეხმარებათ სხვადასხვა პრობლემების მოგვარებასა და მათთან გამკლავებაში. გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინეთ უფროსი თაობის აზრი და გამოცდილება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ