დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

SPI ჯგუფი განცხადებას ავრცელებს 31.05.2021 11:09

უახლოესს დღეებში, საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, რაც უკავშირდება საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაიას“.


SPI ჯგუფი, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ „თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სახაზინო საწარმო „სოიუზპლოდოიმპორტის“ სარჩელი, რომლის საფუძველზეც გაუქმდა SPI ჯგუფის ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში.


SPI ჯგუფი, რომელიც ბაზირებულია ლუქსემბურგში და წარმოდგენილია მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ბაზარზე, არის ღვინისა და სპირტიანი სასმელების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და დინამიური კომპანია, რომელიც ახორციელებს 380 დასახელების/ბრენდის ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების, გაყიდვისა და დისტრიბუციას. საქართველოში მიმდინარე დავა არის საერთაშორისო დავის ნაწილი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს 5 კონტინენტზე.


უმეტეს იურისდიქციებში, სადაც მიმდინარეობს დავები, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია ცდილობს დაესაკუთროს საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშანს. საგულისხმოა, რომ საქართველოში საქმე არ უკავშირდება საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშნებს.


„სადაო სასაქონლო ნიშნების პირველი რეგისტრაცია საქართველოში განხორციელდა მხოლოდ SPI ჯგუფის მიერ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამოდენიმე წლის შემდეგ. შედეგად, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მოთხოვნა ეფუძნება თითქოსდა ქართველი მომხმარებლების უფლებების დაცვას „მცდარი“ წარმოდგენისგან და მიმართულია ამგვარი „მცდარი“ წარმოდგენის აღმოფხვრისაკენ, რაც ბუნებაში არ არსებობს.

SPI ჯგუფი უკვე 22 წელია, რაც ფლობს ქართულ სასაქონლო ნიშნებს და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიამ მხოლოდ 20 წლის შემდეგ გადაწყვიტა დავა საქართველოში დაეწყო.

მიუხედავად 20 წლიანი შეტევებისა კომპანიის მიმართ, SPI ჯგუფი 180-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს აღნიშნულ სასაქონლო ნიშნებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო არ უზრუნველყოფს არასწორი გადაწყვეტილების გაუქმებას, ეს შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს და გზას გაუხსნის სხვა არაკეთილსინდისიერ ოპორტუნისტებს, რათა მათ მიმართონ მცდელობებს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბრენდების სასაქონლო ნიშნებზე უფლებების გაუქმებისთვის, მსგავსი გამოგონილი საფუძვლებით.

ამგვარი განვითარება, დააზიანებს საქართველოს იმიჯს და რეპუტაციას მრავალი მიმართულებით, მათ შორის შეაფერხებს ბიზნესისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და განხორციელებას“ - ნათქვამია „SPI ჯგუფი“ -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

 
SPI ჯგუფი იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს და სამართლიანობა გაიმარჯვებს, რათა თავიდან იქნას აცილებული სახიფათო სასამართლო პრეცენდენტის შექმნა, რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს წარმოშობს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისა და განხორციელებისათვის საქართველოში.


2021 წლის 31 მაისი

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ