ისლანდიაში ვულკანი ფაგრადალსფიადლის კრატერში დრონი ჩავარდა. ამის შესახებ გამოცემა The National News წერს.
ბლოგერ ჯოი ჰელმსს სურდა ვულკანის ამოფრქვევა საკუთარი დრონით გადაეღა, თუმცა მფრინავ ხელსაწყოზე კონტროლი დაკარგა. დრონი ლავაში ჩავარდა, თუმცა მის მიერ გადაღებული უკანასკნელი კადრების აღდგენა ბლოგერმა მაინც შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ვულკანმა 19 მარტის საღამოს გაიღვიძა. მისი ამოფრქვევა 40 ათასი მცირე მიწისძვრის შემდეგ დაიწყო.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge