17:09 02.06.2021
ლარის კიდევ მეტად გამყარებაა მოსალოდნელი - გიორგი ცუცქირიძე

უახლოეს პერიოდში, განსაკუთრებით მაისში ისედაც მოსალოდნელი მაღალი ზრდის კვალობაზე, რაც ზაფხულის პერიოდს და გაცოცხლებულ ტურისტულ ინდუსტრიას ემთხვევა, ლარის კიდევ მეტად გამყარებაა მოსალოდნელი და მისი არეალი 3.00 -3. 10 ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

 

"აპრილის თვის ეკონომიკის სარეკორდო ზრდის ერთ-ერთ მახასიათებლად, სავალუტო კურსის გამყარების დინამიკაც გამოდგება. აპრილში გასული წლის ანალიგიურ პერიოდთან შედარებით, 44.8 პროცენტიანი ზრდა, ხოლო იანვარ-აპრილში 8.2 პროცენტიან დადებით ტრენდზე გასვლა, რასაც აპრილში ექსპორტის ასევე სარეკორდო 70 პროცენტიანი ზრდა მოყვა, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებასთან ერთად ბუნებრივად აისახა კიდეც, ლარის გაცვლით კურსზე.


მარტო ბოლო ერთი თვის მანძილზე ლარი 3. 50 დან 3.22 ნიშნულამდე, 28 პუნქტით ანუ 8 პროცენტით გამყარდა, რაც მხოლოდ დადებითად აისახება, ინფლაციაზე და ფასებზე, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ერთიან კონტექსტში.


თავის მხრივ, გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელთან ერთობლიობაში, ქმნის კარგ პერსპექტივას, რომ დროებით დაკარგული სამუშაო ადგილები წინაკრიზისულ პერიოდამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდება,"- წერს გიორგი ცუცქირიძე.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge