დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

დენის შმიგალი თვალთმაქცობს - სიმონ კილაძე 03.06.2021 13:47

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრემიერის ინტერვიუს ეხმაურება:

 

"უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი მიხეილ სააკაშვილის შესახებ:

"მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეა, იგი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას კონსულტაციებს გვიწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე,"- აცხადებს უკრაინის პრემიერი ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.

პირდაპირ ვიტყვი.

დენის შმიგალი თვალთმაქცობს. მისი ნათქვამიდან გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის იმდენად საჭირო, სასარგებლო და აუცილებელი პიროვნებაა, რომ მისი გულისთვის კიევი თბილისთან ურთიერთობაში უსიამოვნების გაჩენასაც კი არ მოერიდება და ყველაფერზე თვალს დახუჭავს, რომ ეს სასარგებლო იდიოტი გვერდით ჰყავდეთ.

რა უნდა ვუთხრათ ახლა ამ კაცს?

შეაყარე კედელს ცერცვი..

მეგობრობას კი გვეფიცებიან, მაგრამ...

გყავდეთ მანდ, მაგრამ ის თუ გირჩევთ და კონსულტაციებს გიწევთ, თქვენც ურჩიეთ, რომ ზედმეტად ნუ ლაქლაქებს, ენა დააყენოს და თან საინფორმაციო ღრუც დახუროს,"- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ