დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს თხოვნით მიმართავს 03.06.2021 17:00

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს თხოვნით მიმართავს:

 

"მივმართავ საქართველოს პარლამენტს, ჩემი შვილის თემირლანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა ბოლო-ბოლო ნათელი მოეფინოს ყველაფერს და გაირკვეს სრული სიმართლე. თითოეულ დეპუტატს ვთხოვ მხარდაჭერას, რათა ხმა მისცეს საგამოძიებო კომისიის შექმნას და პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს აუცილებლად შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა ჩვეული გულისხმიერებით და პრინციპულობით საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მუშაობაში. წინასწარ თითოეულს მადლობას გიხდით და იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს.


პატივისცემით ვახა მაჩალიკაშვილი,"- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ