დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი აცრა გაკეთდა 04.06.2021 11:00

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 002 917 476 აცრა გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

 

ლიდერობას ვაქცინაციის თვალსაზრისით ისრაელი ინარჩუნებს. აქ ქვეყნის 10 მილიონი მოსახლიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი თითქმის 6 მილიონმა გაიარა.

 

მას მოსდევს კანადა (მოსახლეობის 59%-ს, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული), დიდი ბრიტანეთი (58,3%), ჩილე (56,6%) და ამერიკის შეერთებული შტატები (51%).

 

10 ინექციიდან ექვსი მსოფლიოს სამ ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში - ჩინეთში (704,8 მილიონი დოზა), შეერთებულ შტატებში (296,9 მილიონი) და ინდოეთში (221 მილიონი) გაკეთდა.

 

მსოფლიოს ექვს ქვეყანას ვაქცინაცია ჯერ არ დაუწყია. ესაა ჩრდილოეთ კორეა, ჰაიტი, ტანზანია, ჩადი, ბურუნდი და ერიტრეა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ