დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ხანძარზე ხომ გახსოვთ, "ჩააქრეს ამათი დედა ვატირეო?" ლარზეც იგივეა, - "მყარდება, ამათი დედა ვატირეო..." 04.06.2021 12:00

ხანძარზე ხომ გახსოვთ, "ჩააქრეს ამათი დედა ვატირეო?" ლარზეც იგივეა, ალბათ, ნერვიულობენ, ალბათ ამბობენ "მყარდება, ამათი დედა ვატირეო...", - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

 

"ისე, ლირა, იენა, ბელორუსული რუბლი, დოლართან მიმართებაში ეცემა. ფუნტი, ევრო მერყეობს. რუბლი ძალიან უმნიშვნელოდ გამყარდა. გრივნა ისევ იქაა, სადაც იყო. იუანი მყარდებოდა, დაცემა დაიწყო. დოლარიც მერყეობს სხვა ვალუტებთან.

 

ძირითადი ვალუტებს, ასევე ეკონომიკური პარტნიორების ფულად ერთეულებს გადავხედე. ყველაზე საგრძნობლად ლარი გამყარდა 3,45-დან 3,0-მდე.

 

ასეთ დროს მიზეზად ყველაფერს რომ ასახელებენ, არ მიყვარს. კარგი მოლოდინები სტანდარტულია. ეკონომიკის გამოცოცხლება და ზრდა სახეზეა. თუმცა, ვისურვებდი ციფრებით და დასაბუთებით წამეკითხა, ან მომესმინა რაიმე.

 

იმედია ადრინდელივით გაუფასურების პოლიტიკას არ დაიწყებს ეროვნული და ლარს არ გამოყრის ბაზარზე?! თუმცა, ძალიან სწრაფი გამყარება, ჩემი აზრით, სწრაფ ვარდნასავით ცუდი არაა, თუმცა არც სახარბიელო. ასე რომ გარკვეულ ქმედებებს, გავიგებდი, ოღონდ მსხვილ სპეკულაციებს, იმედია, ადგილი არ ექნება?!

 

მთავრობის ან დარგობრივი მინისტრების მოხსნა ჯერ არ მოუთხოვიათ? ველოდები", - წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ