დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"ნამდვილი თავისუფლება – ინტუიციით ცხოვრებაა, როცა არავის ზიანს არ აყენებ და არ განსჯი ადამიანებს" 04.06.2021 16:36

დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გავლენიანი ქალის, ჰოლივუდის მსახიობის ანჯელინა ჯოლის დაბადების დღეა. ჯოლის 46 წელი შეუსრულდა.

 

„ბევრი ფიქრობს, რომ უამრავი იდუმალებით მოცული საიდუმლო მაქვს…“, – ღიმილით აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ, რომელმაც სწორედ ცხოვრების სტილის წყალობით შეიძინა ყველაზე ექსტრავაგანტული ჰოლივუდელის რეპუტაცია.

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ანჯელინა ჯოლის ცნობილ ფრაზებს:

 

- ნამდვილი თავისუფლება – ინტუიციით ცხოვრებაა, როცა არავის ზიანს არ აყენებ და არ განსჯი ადამიანებს მათი შეცდომებით.

 

- მე არ მჭირდება ფსიქოანალიტიკოსი, რადგან როლები, რომელთაც ვასრულებ საუკეთესო ფსიქოანალიზია ჩემთვის.

 

- სინამდვილეში ბედნიერება მხოლოდ არჩევანია, რომელსაც ადამიანი თვითონ აკეთებს.

 

- ყოველთვის მეგონა, რომ დედობა ყველაზე საშიში, სახიფათო, საპასუხისმგებლო საქმე იყო და ასეც აღმოჩნდა.

 

- როცა პატარა გოგონები ბალერინობაზე ოცნებობდნენ, მე ვამპირი მინდოდა ვყოფილიყავი.

 

- ბევრი ფიქრობს, რომ უამრავი იდუმალებით მოცული საიდუმლო მაქვს და შეპყრობილი ვარ სიკვდილის იდეით. რა თქმა უნდა, ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე მეტად მიყვარს სიცოცხლე. სინამდვილეში, სიკვდილი გამშვიდებს, რადგან ფიქრი, რომ ხვალ შეიძლება აღარ იყო, დღევანდელი ცხოვრების დაფასებას გასწავლის.

 

- ტკივილის გარეშე არ არსებობს ტანჯვა, ტანჯვის გარეშე კი, ვერასდროს გაიგებთ ნამდვილი ბედნიერების გემოს.

 

- უცნაურია, მაგრამ ფიზიკური ნაკლი ყოველთვის მიმზიდველად მეჩვენებოდა. ვფიქრობ, იარებიც ძალიან სექსუალურია, რადგან ცხოვრების მანძილზე ჩადენილ სისულელეებზე მიანიშნებენ.

 

- ძალიან მომწონს საკუთარი პერსონაჟებით შენიღბვა, რადგან სინამდვილეში საშინლად მორცხვი ვარ და ვერაფრით ვეგუები პოპულარობას.

 

- ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მშობელმა შვილს შეიძლება გაუკეთოს – სამყაროს ნახვის შესაძლებლობაა.

 

- ყოველთვის უსიამოვნებებში ვეხვევი, როცა არ ვუსმენ გულს და ვმოქმედებ ლოგიკით.

 

- ჰკითხეთ ადამიანებს, რას ნატრობენ ყველაზე მეტად და ძალიან გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ სინამდვილეში, არავინ ფიქრობს ოცნების ასრულებაზე სერიოზულად.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ