17:03 04.06.2021
ევროპასა და აზიას შორის საჰაერო ტრანსპორტზე პირველი ბლოკთაშორისი ხელშეკრულება დაიდო - დეტალები

ევროკავშირმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ განუსაზღვრელი რაოდენობისა და უწყვეტი ფრენების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

ეს საჰაერო ტრანსპორტზე მსოფლიოში პირველი ბლოკთაშორისი ხელშეკრულებაა, რომელიც ავიაკომპანიებს რეგიონებში და რეგიონებს შორის მომსახურების გამარტივების საშუალებას აძლევს. კონკრეტულად, მთლიანობაში 37 წევრი-ქვეყნის ავიკომპანიები ევროპისა და სამხეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის განუსაზღვრელი რაოდენობისა და უწყვეტ ფრენებს განახორციელებენ.

 

გარდა ამისა, ყოველ კვირას 14-ზე მეტი სამგზავრო რეისი შესრულდება ერთ ან მეორე რეგიონში მხოლოდ ერთი გაჩერებით, როცა მგზავრებს უკან დასაბრუნებლად აიყვანენ. ერთგაჩერებიან სატვირთო რეისებზე შეზღუდვები აღარ იარსებებს.

 

„არსებობს საკითხები, რომლებიც ხელს უშლის ამ სახის სავაჭრო მარშრუტების რეალურ მუშაობას. სლოტები ყოველთვის იყო პრობლემა ამ რეგიონში, რამაც შეიძლება ტვირთების მოძრაობის უფლებები შეუსაბამო გახადოს,“ - ნათქვამია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის განცხადებაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge