11:45 06.06.2021
6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ფრთხილად, გამოიჩინეთ ყურადღება მიმდინარე მოვლენების განვითარების მიმართ და არ დაუშვათ შეცდომა სიჩქარის გამო და თუ ეს მაინც მოხდება, სასწრაფოდ შეეცადეთ მის გამოსწორებას.


კურო

იზრუნეთ საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, იყავით ტაქტიანი და კეთილგანწყობილი, ეცადეთ მეტი დიპლომატია წარმოაჩინოთ და დღეც სასიკეთოდ ჩაივლის.

 

ტყუპები

კრიზისული სიტუაციების მოსაგვარებლად ეძიეთ ახალი გზები და ხერხები, ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები მომდევნო უკეთესი პერიოდისთვის დაგეგმეთ.

 

კირჩხიბი

ამაოდ ნუ გასცემთ დაპირებებს და ნუ გატეხავთ მიცემულ სიტყვას, რათა თავიდან აიცილოთ საპასუხო უსიამოვნო რეაქცია და დაპირისპირება გარშემომყოფთაგან.


ლომი

არის ალბათობა გადაღლილობამ თქვენი ემოციური ფონის დაქვეითება გამოიწვიოს. ფსიქოლოგიური ბალანსის აღდგენა დაგეხმარებათ ურთიერთობების სწორად წარმართვაში. მეტი დრო დაუთმობთ თქვენი ცხოვრების დადებით მხარეებზე ზრუნვას.

 

ქალწული

გაკვირვებული დარჩებით უჩვეულო შემთხვევითობით, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ვიღაცისთვის განსაკუთრებული და საინტერესო ხართ და რომ ეს შეხვედრა სულაც არაა შემთხვევითობა.

 

სასწორი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები და ყურადღება გაამახვილეთ აღებულ პასუხისმგებლობაზე, კორექტივები შეიტანეთ თქვენს საქმიანობაში და მტკიცედ გადაწყვიტეთ რა გზით იაროთ და რაზე თქვათ უარი.

 

მორიელი

შესაძლოა გულნატკენი დარჩეთ იმით, რომ ვიღაც არ გაამართლებს თქვენს იმედებსა და მოლოდინებს, ვერ გაიგებს და ვერ დააფასებს სათანადოდ თქვენს ღირსება და გრძნობებს. შესაძლოა სწორედ თქვენ გქონდათ ბევრის მოლოდინი....

 

მშვილდოსანი

მოსალოდნელია ახალი პარტნიორების გამოჩენა, შეძლებთ კეთილგანწყობის მოპოვებას და საქმიანი პოზიციების განმტკიცებას, ადვილად მოაგვარებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხებს.


თხის რქა

კარგი იქნება გაითვალისწინოთ რომ, სცენარის თქვენი წესებითა და პრინციპებით განვითარებისას ყოველთვის მზად უნდა იყოთ პრობლემებთან გასამკლავებლად. მეტი პასუხისმგებლობითა და შეუპოვრობით იმოქმედეთ.

 

მერწყული

მიზანთან ახლოს ხართ, თუმცა არის შეფერხებების ალბათობა, რომელიც ამ ეტაპზე მტკივნეული იქნება. ნუ დაღონდებით, მალე დარწმუნდებით რა დიდსულოვანი იყო სამყარო თქვენს მიმართ და მადლობელი იქნებით რომ ყველაფერი ასე განვითარდა.

 

თევზები

ყურადღებითა და დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ მიღებულ ინფორმაციას, რათა თავიდან აიცილოთ დაბნეულობა, გაუგებრობები და ცრუ იმედები. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge