12:45 06.06.2021
დონალდ ტრამპი 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

 

ამის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

 

რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, რომელიც ტრამპის პრეზიდეტობის დროს „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიაში წარმოშობის ვერსიას გამორიცხავდა, ხოლო ახლა პოზიცია შეცვალა.

 

ტრამპმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, პანდემიის გამო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად აშშ-ს 10 ტრილიონი დოლარი გადაუხადოს.

 

თავის სიტყვაში ტრამპმა აგრეთვე გააკრიტიკა მისი კომპანიების წინააღმდეგ დაწყებული ფინანსური გამოძიება. ტრამპის განმარტებით, ეს დემოკრატების მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.

 

ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2022 წელს რესპუბლიკლებს კონგრესის არჩევნების დროს დაეხმარება, ასევე, აღნიშნა, რომ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას არ გამორიცხავს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge