დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

შესანიშნავი ქართველი - გაზეთი "კომერსანტი" რეზო გაბრიაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება 07.06.2021 15:51

რუსულ პრესაში, ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და დრამატურგის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო, იბეჭდება ნეკროლოგები და გამოსამშვიდობებელი სტატიები, რომლებშიც შემოქმედის ცხოვრება, მოღვაწეობა და მემკვიდრეობა მაღალ დონეზეა შეფასებული.

 

გაზეთი „კომერსანტი“ («КоммерсантЪ») სტატიაში სათაურით „შესანიშნავი ქართველი“  წერს, რომ „რეზო გაბრიაძე, მიუხედავად იმისა, რომ იგი სულით ხორცამდე ქართველი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპული კულტურის მნიშვნელოვანი ფიგურას წარმოადგენდა, მაინც დარჩება XX საუკუნის რუსული კულტურის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად“ (ავტორი - დიმიტრი ბუტრინი).

 

პუბლიკაციაში გახსენებულია რეზო გაბრიაძის მიერ შეტანილი დიდი წვლილი თეატრისა და კინოს განვითარებაში, გრაფიკულ მხატვრობაში, მარიონეტების თეატრის პოპულარიზაციაში, მის თეატრალურ დადგმებში, რომლებსაც კარგად იცნობენ რუსეთში, ევროპაში, აშშ-ში. აგრეთვე ის მხატვრული ფილმებიც, რომელთა გადაღებაში რეზო გაბრიაძე მონაწილეობდა სცენარისტის სახით - არ იდარდო“, „ქინ-ძა-ძა“, მიმინო“ და სხვები. ასევე  აღნიშნულია რეზო გაბრიაძის ავტობიოგრაფიული მულტფილმიც სახელწოდებით „იცი, დედა, სად ვიყავი?“, რომელშიც მისი ბავშვობაა გადმოცემული, ქუთაისში გატარებული.

 

„ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იყო რეზო გაბრიაძე ქართული კულტურისათვის (ამას თვითონ ქართველები შეაფასებენ, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში), ასევე მსოფლიო კულტურისათვის (მან  საზღვარგარეთაც თავისი ნათელი კვალი დატოვა), მაგრამ რუსულ კულტურაში რეზო გაბრიაძემ იმდენი რამ დატოვა, რომ ყოველ განათლებულ რუსს „საქართველოს“ წარმოთქმაზე მისი სახელი გაახსენდება - უფრო სწრაფად, ვიდრე სტალინი. სწორედ ამაშია რეზო გაბრიაძის სახელთან დაკავშირებული სასწაული, რომელიც დიდხანს არ დასრულდება. დიახ, შეიძლება ახლა მის იდეალიზებას ვახდენთ, მაგრამ მან ეს ნამდვილად დაიმსახურა - როგორც სიცოცხლეში, ისევე გარდაცვალების შემდეგ“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.


მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ