დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზა სარწმუნოა - „უოლ სტრიტ ჯორნალი“ 08.06.2021 11:04

აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ მომზადებული ანგარიშის დასკვნის მიხედვით, კორონავირუსის ჩინეთის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზა სარწმუნოა და დამატებით გამოძიებას იმსახურებს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის მაისში კალიფორნიაში მდებარე ლოურენს ლივემორის ეროვნული ლაბორატორიის მიერ მომზადდა და სწორედ მას ეყრდნობოდა სახელმწიფო დეპარტამენტი ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის თანაშემწეებს ვირუსის წარმომავლობის გამოძიება დაავალა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები „კოვიდ-19“-ის წარმომავლობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ – ვირუსის ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად წარმოქმნა ან ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის შედეგად.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ