14:25 08.06.2021
„ამაზონის“ დამფუძნებელი ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება

კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, აცხადებს, რომ მომავალ თვეში კოსმოსში თავის ძმასთან ერთად მისივე კომპანია „Blue Origin“-ის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდით გაფრინდება.


„კოსმოსში მოგზაურობაზე ვოცნებობ მას შემდეგ, რაც ხუთი წლის გავხდი. 20 ივლისს ამ მოგზაურობაში ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. ეს იქნება უდიდესი მოგზაურობა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად“, - დაწერა ბეზოსმა 7 ივნისს ინსტაგრამში.



კომპანია „Blue Origin“-ის ცნობით, ბეზოსი და მის ძმა, მარკი, პირველები იქნებიან, რომლებიც კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაემგზავრებიან.



კომპანიამ გამოაცხადა აუქციონი ხომალდში მესამე ადგილისთვის, რაშიც 143 ქვეყნიდან დაახლოებით 6000-მა მონაწილემ მიიღო უკვე მონაწილეობა.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge