დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ახალი იდეებისა და მიდგომების პლატფორმას გვთავაზობს?! - გიორგი ცუცქირიძე გახარიაზე 08.06.2021 15:13

დღევანდელი დღის და არა მხოლოდ, მთავარი ინტრიგა მართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ინგა გრიგოლიასთან სტუმრობას უკავშირდება. ბუნებრივიცაა, ეს ამბავი და ამ თემის აქტუალობა, თავის მხრივ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ წერილთან, რომ არის დაკავშირებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

 

"მიმაჩნია, რომ რაც ამ წერილის პათოსშია აღნიშნული, პოლიტიკურად სწორია. ოპოზიცია დღემდე, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპკორპუსთან მუდმივად ცალსახად "აწვება" და აპელირებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გასულა პოლიტიკიდან და ამის ილუსტრირება მისი ახალი პროექტია ყოფილი პრემიერ, გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემობრუნების სახით.

 

ეს კი ნამდვილად არ არის მეორეხარისხოვანი პოლიტიკური ფაქტორი, რადგან ამ ვერსიას, არა მხოლოდ ოპოზიცია და ოპოექსპერტები ავითარებენ, არამედ შედარებით ნეიტრალურ და არაპროექსპერტების დონეზეც საკმაოდ პოპულარულია.

 

მეორეც, წმინდა შიდა მოხმარების დონეზე იწვევს არა ოპოამომრჩევლის, არამედ პროცნებისტების დეზორიენტაციას, რაც ხმების არასასურველი გაყოფით შეიძლება დასრულდეს და ვადამდელზეც კი გავიდეს, უკვე ნაცოპოზიციის სცენარით!

 

გიორგი გახარიას კი თუ აქვს დამოუკიდებელი ალტერნატივის პოტენციალი, რაც არსებულ პოლიტიკურ კონფიგურაციას შეცვლის ეგეც მალე, თუნდაც ტვ 1 ზე, დღევანდელ გრიგოლია შოუშიც გამოჩნდება !

 

კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ ადამიანს რომელსაც ყველა უმაღლესი კარიერული საფეხური ეკავა, პრემიერ მინისტრის ჩათვლით, რატომ უნდა უნდოდეს პოლიტიკაში დარჩენა, თუ ბუნებრივია ბოლომდე ვერ მიყვანილი ჩანაფიქრის უკმაყოფილების გრძნობა არ ასვენებს და ახალი იდეების და მიდგომების პლატფორმას გვთავაზობს?!

 

სხვა შემთხვევაში ეს არის მხოლოდ პიროვნული ხასიათის გაბრძოლება და ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცების მცდელობა, რაც ვფიქრობ წარუმატებელი იქნება, რადგან არაერთი უკვე გვინახავს, ხელმოცარული და გაკოტრებული პერსონების სახით!"- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ