20:42 08.06.2021
მაგათი იყო, განაწყენდა, გაბრაზდა, გადაირია და მივიდა პარლამენტის ჭიშკართან, თავის რჩეულებს დასცინა: მაჭუტაძეს, გუბაზას, ბუბას, ბაჩუკის - გელა ზედელაშვილი
გელა ზედელაშვილის პოსტი:

მაჭუტაძემ ოცნება აისრულა, პარლამენტის ზღურბლს გადააბიჯა! ეღირსა... ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ მაინც ეღირსა. რკინის ჭიშკართან შეჩერდა, აღელდა, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო? აწი ამან იცის და ამისმა ვაჟკაცობამ, მოსვენება არ უნდა მისცეს ივანიშვილის ხელისუფლებას. თუ საჭირო იქნება, რამდენიმე თვეში დაამხობს კიდევაც. აბა, როგორ? ოოოო... ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტაააააა!!!
ქალებმა დასცინეს, ერთმა მიაძახა: მიშა აღარ ჩამოგყავთო? ვაიიი, თქვენი ახუხუნება კი არ იყოიო! თქვენი ახუხუნება არ იყოიო, აქცენტზე ეტყობოდა, ქიზიყელი დედაკაცი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, მარო ძალო იქნებოდა, ან ბაბალე ბაბო, ან ჟუჟუნა დეიდა, ან მაყვალა მამიდა... რა მნიშვნელობა აქვს? მაგათი იყო, განაწყენდა, გაბრაზდა, გადაირია და მივიდა პარლამენტის ჭიშკართან, თავის რჩეულებს დასცინა - მაჭუტაძეს, გუბაზას, ბუბას, ბაჩუკის, იმანოს, ამანოს, ყველა წუნკალს რა ჩამოთვლის? 
ჯერ სად ხართ?
იქაურობას სწორედაც მაჭუტაძე აკლდა!
ბადრი ჯაფარიძემ შესჭყივლა: ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირიო. ესეც ვერა ყოფილა თავის მატორზე! გაუხარდათ, ჩვენნაირი დუპლეტები მოვიდნენო? შეიძლება ამათ ფონზე უფრო ნაკითხებად გამოვჩნდეთო. ისემც დააფსა ამათ თავზე მურმანა დაუმბაძემ და კობა ხაბაზმა!
სხვებმაც შესჭყივლეს, სხვებმაც გაიხარეს. გეგონება მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა... გეგონება ბოზები არ მიემატნენ ბოზებს, გეგონება უფრო ბევრი თახსირი და მაიმუნი არ იქნება საკანონმდებლო ორგანოში.
ფუუუუჰ!!!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge