21:55 08.06.2021
გარეთ ტყვიების წვიმა თუ იყო და ვერაფერს ცვლიდა, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?! ყველაფერზე ამბობს ''არ ვიცი, არ ვიცოდიო'', სადა ბანაობდა, ნეტა?! - ნანა გაგუა
„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა ეხმაურება გადაცემაში „რეაქცია“ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დიალოგს ინგა გრიგოლიასთან. ნანა გაგუა ასე აფასებს გახარიას გამოსვლას:

ინგა გრიგოლია აი, მესმისს!!! ზუსტი, ჟურნალისტურ-წერტილოვანი დარტყმები!
ვუსმენ #გახარიას, დამიგრძელდა ყურები - არ ვჭორაობო, ამტკიცებდა და ჯერჯერობით პირდაპირ ეთერში პირწავარდნილ ჭორაობას აწვება. კაბინეტ-კაბინეტ ვეძებდიო თანამშრომლებს და არავინ არსად იყოო (მაშინვე რატომ ამხილა ის ''დაკარგულები''?!) და თუ არავინ არსად არ იყო, ეს ისევ მის სისუსტეზე მეტყველებს! გაეშვა ხელიდან სადავეები ?! თუ ვერ (არ!) მართავდა სიტუაციას?! მაშ, რას აკეთებდა ''ვაბშე''?! გარეთ ტყვიების წვიმა თუ იყო და ვერაფერს ცვლიდა, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?! უეჭველი, ჩე გევარა, არა?! ან ეგებ ნაპოლეონი)))). როგორ ველოდები შენს მომდევნო შეკითხვებს, განსაკუთრებით ფრანგულ ვილაზე! ''როგორ მიყვარს'' ჭორაობის მოსმენა, რომ იცოდე, ინგუშ, მაგრამ ყველაფერზე ამბობს ''არ ვიცი, არ ვიცოდიო''. სადა ბანაობდა, ნეტა?!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge