დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„დაუშვებელია!“ - რას წერს თურქული პრესა ნამახვანჰესის მშენებლობაზე 09.06.2021 15:28

თურქული გაზეთი „ჰურიეთი“ («Hürriyet») საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და დღეს, 9 ივნისს აქვეყნებს სტატიას სათაურით „კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებული კრიზისი საქართველოში“ (ავტორი - ნერდუნ ჰასიოღლუ).


გაგაცნობთ პუბლიკაციის ტექსტს:


„საქართველოში კრიზისი დაიწყო კაშხალის მშენებლობის პროექტის გამო, რომელიც თურქული სამშენებლო კომპანიის „ენკა“-ს თანამშრომლებსაც შეეხო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლა მოახდინონ იმ მიზნით, რომ მშენებლობას უარი ეთქვას და რადგანაც მიზანს ვერ მიაღწიეს, ამჯერად თურქი მუშების წინააღმდეგაც დაიწყეს მოქმედება. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ქცევამ თურქი მუშების მდგომარეობას საფრთხე შეუქმნა, ჩვენი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ქართული ტელევიზიით გამოვიდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა - „თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთო“.


საქართველოში ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის გამო კრიზისსი გასულ კვირას გამწვავდა. პრობლემის ისტორია ასეთია: 2019 წელს ქვეყნის მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა კაშხლის მშენებლობის თაობაზე, რომელშიც თურქულმა კომპანიამ „ენკა“-მ და ნორვეგიულმა ენერგოკომპანიამ გაიმარჯვეს, 730 მილიონი დოლარის ინვესტიციის შეთავაზებით, მაგრამ როცა მდინარე რიონის ხეობაში პროექტის რეალიზება დაიწყო, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომლებიც მევენახეობით იყვნენ დაკავებულები, კაშხლის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. აპრილში, როცა კრიზისის გამწვავდა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მშენებლობა ერთი წლით შეჩერებულიყო, თუმცა კაშხლის მოწინააღმდეგეტა ჯგუფმა პროტესტის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა და პროექტის გაუქმება მოითხოვა. და როცა მათი მოთხოვნა არ იქნა შესრულებული, აქციის მონაწილეები თურქ მუშებს დაემუქრნენ...

 

„დაუშვებელია!“


მას შემდეგ, რაც გასული კვირას სიტუაცია საგანგაშო გახდა, თბილისში თურქეთის ელჩმა საქართველოს ტელევიზიის ეკრანიდან განაცხადა: „ნამახვანჰესის კაშხლის პროექტის საკითხი შეიძლება განხილული იქნეს ქართველ ხალხსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, კონტრაქტის პირობებზე შეიძლება ღიად ვიმსჯელოთ, მაგრამ კაშხლის მშენებლობაზე დასაქმებული თურქი მუშები, რომლებიც საქართველოში ვალდებულების შესასრულებლად იმყოფებიან, მუქარის მიზანი არ უნდა იყვნენ, ეს დაუშვებელია“.


თუმცა, იმ დროს, როცა ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ქართველ ხალხს მიმართავდა, საპროტესტო აქციის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა წინა პლანზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. ამჟამად თურქი მუშების უსაფრთხოების დაცვას სამშენებლო მოედანზე ქართული პოლიცია უზრუნველყოფს.


წყარო

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ