19:47 09.06.2021
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის

ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძროაბის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძნელი მოსასმენია, როცა ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული არც მეტი არც ნაკლები პარლამენტში შეღწევის მცდელობისთვის. ეს არის მძიმე, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდანაა ჩადენილი და ის რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით. ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიებს მომავალი არ და ვერ ექნება. ყველაფერს საზოგადოება გასცემს პასუხს. „არ გადავიხდი ვერ დამიჭერთ!“- ყველას გახსოვთ ნიკა მელიას ეს ცნობილი ფრაზა, ყველას ისიც გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ. „ვერ გადამიხდით არ გამოვალ“ - ესეც კარგად გვახსოვს, ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა. ვერც ამ შემთხვევაში შეასრულა თავისი სიტყვა”, - განაცხადა კობახიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge