20:00 09.06.2021
20 ივნისს გარეთ კი არ იყო მარტო შტურმი, წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები და ელოდებოდნენ, როდის შემოვარდებოდნენ ისინი - მამუკა მდინარაძე

ხომ არ დაგავიწყდათ, რომ 20 ივნისს მარტო გარეთ კი არ იყო შტურმი და პოლიციელების ორსაათიანი დედის გინება, თავში ფარების ჩარტყმა და პოლიციელების, ცოცხალი ადამიანების მოპარვა, აქ, წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულლ სხდომაზე.

მდინარაძემ ნაცმოძრაობის მიერ ოპონენტების გაშავების მეთოდებზეც ისაუბრა.

„უმრავლესობის წევრებს, მათ შორის მე, ვერაფერი რომ ვერ უპოვნეთ, ამბობთ ეს ჩვენიანი იყოო. ნაცების მხარდამჭერი იყოო და ამით აშავებთ. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი. მათ შორის 2003 წელს. ეს დაიმახსოვრეთ კარგად. მსგავსი არ მიკადრებია, ჩემი თავისთვის. ტყუილი, რომ თქვენი საფირმო ნიშანია გასაგებია და ტყუილზე აგებულ ნარატივს, რომ სთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას ესეც გასაგებია, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით, თქვენ, ხალხო ხომ არ დაგავიწყდათ, რომ გარეთ კი არ იყო მარტო შტურმი და ორ საათიანი დედის გინება პოლიციელების და თავში ჩარტყმები ფარების და პოლიციელების, ცოცხალი ადამიანების მოპარვები. აქ, ამ წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge