01:53 10.06.2021
"გახარიას ჭეშმარიტებები" - ბესიკ ლაგვილავა

ბესიკ ლაგვილავას პოსტი:
ბიჭოოო! ოჯახში საქორწინო სამზადისის გამო პოლიტიკას და სოციალურ ქსელს ორიოდ კვირით მოვწყდი და... აჰა! აჰა, ქვეყანაც აშენებულა!
ნაცმოძრაობა პარლამენტში შესულა და "ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელებდაკაპიწებული იბრძვის და იღწვის ქვეყნის მშენებლობისთვის!
აქეთ იაგო ხვიჩია ვირტუალურ ეკლესიას, იქით ვაშაძე უმცროსი ვირტუალურ ქვეყანას, ხოლო გახარია მშვიდობის პარტიას ქმნიან...
საოცრებაა... როცა მე პროცესებს მოვწყდი, ნაცმოძრაობა ჯერ კიდევ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხებს არკვევდა!
7 თვე(!!!) ქართული პოლტიკური სპექტრი იხილავდა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს!
"არაფრით შევალთო" - განცხადების ქვეშ, ხელმოწერები მახსოვს გვარამიას დაფაზე! შევიდნენ! შევიდნენ და მელია აცხადებს იმიტომ, რომ რა კარებითაც აქ შემოდით იგივეთი აქედან გახვიდეთო!
მე სხვებისგან განსხვავებით არ გავაკრიტიკებ გახარიას გუშინდელ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს, თუმცა საკრიტიკოც, დაუჯერებელიც და უმეტესად პოლიტიკური დივიდენდების მისაღებადაც, ბევრი თქვა. მე მხოლოდ რამდენიმე მომენტს გავუსვამ ხაზს:
1. გახარიამ თქვა, რომ ფაქტობრივად კობახიძემ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, როცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ გახარია-პრემიერის არსებობის პირობებში თავად დაიწყო აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაწყვეტილებების კარნახი, ისე რომ არათუ ამ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდა, არამედ ხშირად საქმის კურსში არ ყოფილა თავად მოქმედი პრემიერი;
ეს თუ ასე იყო (რაშიც მე ეჭვიც არ მეპარება) - ეს არის სწორედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!
სასაცილოა, როც მოქმედ პრემიერს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში! ამას ვერაფრით გააკეთებს ვერც ერთი პრემიერი, რადგან ის თავად არის აღმასრულებელი ხელისუფლების #1 პირი!
როგორ უნდა მოახდინოს #1 პირმა გადატრიალება და ვის წინააღმდეგ?! შეგახსენებთ პარლამენტი ამტკიცებს პრემიერს და მის პროგრამას და არა ცალკეულ მინისტრებს! ამიტომ ყველაზე გავლენიანი მინისტრებიც კი პრემიერის თანაშემწეები არიან სხვადასხვა მიმართულებებით!
ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების #1 პირის უფლებამოსილებებში არასანქცირებული ჩარევა არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!
თუმცა, ამ განცხადებამ კარგად გამოაჩინა ქვეყანაში არსებული მმართველკობის სტილი! სამწუხაროდ ის არაფორმალური იყო და... დარჩა კიდეც ასეთად!
ამ პოსტულატის ჭეშმარიტებაში, რომელშიც სამწუხაროდ, ღრმად ვარ დარწმუნებული, ჭეშმარიტების მტკიცებულებად, ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებაც საკმარისია!
2. გახარიამ თუმცა გამოკვეთილად ვერა, მაგრამ მაინც თქვა კიდევ ერთი სწორი რამ, რასაც მე ვეცდები უფრო მკვეთრი ფრომულირება მივცე - 30 წელზე მეტია დამოუკიდებელნი ვართ და 30 წელზე მეტია ხელისუფლებანი გვაცხოვრებენ არა სახელმწიფოს,, საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების პოზიტიური აღმშენებლობის გეგმით, არამედ ვინმეს,
პოლიტიკური მოწინააღმდეგის (როგორც წესი წინა მმართველი ძალის) წინააღმდეგ გასამხედროებული გეგმით!
მე ხშირად მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ჩვენ თავისუფლება თავზე დაგცევა და ვერ გამოვიყენეთ, რადგან არ გვქონდა მიღწეული არანაირი საზოგადოებრივი შეთანხმებისთვის ანუ ძირითად პრინციპებზე და ტაბუზე (აკრძალვებზე) შეთანხმებებისთვის, რაც ყოველი სახელმწიფოს არსებობის საფუძველთა საფუძველია! მათ შორის შეთანხმება არ არსებობს არც ქვეყნის დამოუკიდებლობაზეც კი, რომლის ძირგამომთხრელ მოქმედებებს დღეს ბევრი პარტია ახორციელებს!
3. გახარიამ თქვა ,ერთი ძალიან მართალი რამ! არჩევნები 2022-ში აუცილებლად შედგება!
მან თქვა და ეს მართალია - ქართულ ოცნებას არჩევნებზე პირველ ადგილზე გასვლის პრობლემა კი არა, თუნდაც 43%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგაც, ლიგიტიმაციის პრობლემა აქვს და ექნება! მეტიც, ეს პრობლემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდება და გაღრმავდება! შეუძლებელია, მმართველობის დემოკრატიულთან ფორმალურად - გარეგნულად მაინც მსგავსი ხელისუფლების პირობებში, გაუძლო იმ წნეხს, რომელიც ლიგიტიმიზაციის პრობლემის მქონე მმართველ გუნდს უჩნდება.. ამის განხორციელება შეუძლია მხოლოდ დიქტატორს...
საქართველოში კი "დიქტატურა არ ვიტყვი" "ვერასდროს", მაგრამ ვიტყვი - "შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში" ვერ დამყარდება!
4. გახარიამ თქვა ის . რასაც მე წელიწადზე მეტი დროის წინ ვწერდი - ზოგიერთი სახელმწიფო კოვიდპანდემიას გამოიყენებს , როგორც ახალ შესაძლებლობებს და წინ წავა გიგანტური ნაბიჯებით!
ამის მაგალითია თუნდაც მეზობელი აზერბაიჯანი - ქვეყანა, რომელმაც კოვიდკრიზისის პირობებში სამხედრო ძალის გამოყენებით, თითქმის ბოლომდე აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა!
ზოგი კი ჩვენსავით დარჩება სანაგვეზე საკვების საძიებლად მოსული ადამიანივით!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge